პროგრამა Camtasia Studio 8

1. შესავალი და გარემო
გამარჯობა, მესამე ვიდეო გაკვეთილში განვიხილავთ Camtasia Studio(ქამთაზია სტუდიო)-ში მულტიმედია ფაილების იმპორტს მუშა ფაილების საცავში და მის დანიშნულებას. მუშა ფაილების საცავი Clip Bin (კლიპ ბინ) ერთ-ერთი მთავარი ნაწილია Camtasia Studio (ქამთაზია სტუდიო)-ში, სადაც თავმოყრილია ამ პროგრამის საშუალებით დასამუშავებელი მულტიმედია ფაილები (ვიდეო, აუდიო, გრაფიკული და სხვა). ამიტომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ მონტაჟის დაწყებამდე, უნდა მოვახდინოთ მონტაჟისათვის განკუთვნილი ფაილების იმპორტი ქამტაზია სტუდიოს მუშა ფაილების საცავში Clip Bin (კლიპ ბინში). განვიხილოთ მუშა ფაილების საცავში ფაილების შეტანის გზები. წინა ვიდეო გაკვეთილში, როდესაც ვიხილავდით ეკრანიდან ჩაწერილი მოქმედებების შენახვას, ავღნიშნეთ, რომ ბრძანებით Save and Edit (სეივ ენდ ედიტ) ხდება კლიპის შენახვა ქამთაზია სტუდიოს სტანდარტში, სადაც გამომავალ windows explorer (ვინდოვს ექსპლორერ) ფანჯარაში უნდა მივუთითოთ ფაილის სახელი და მისამართი, ხოლო შენახვის შემდეგ ფაილი ავტომატურად გადაიგზავნება ქამთაზია სტუდიოს Clip Bin (ქლიპ ბინ) განყოფილებაში მომავალი რედაქტირებისათვის. სწორედ ეს წარმოადგენს ფაილების იმპორტირების ერთ-ერთ გზას, რომელიც ჩვენთვის იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მუშა ფაილების საცავში Clip Bin (კლიპ ბინ)-ში შევიტანეთ ეკრანზე ჩვენი მოქმედებების ამსახველი ვიდეო მომავალი რედაქტირებისათვის, რაც განასხვავებს ქამტაზია სტუდიოს სხვა ანალოგიური ნახევრადპროფესიული პროგრამებისგან. მეორე გზა ქამთაზია სტუდიოს კლიპ ბინში მულტიმედია ფაილების იმპორტირებისათვის, უნდა დავაჭიროთ ხელი Import Media (იმპორტ მედია) ღილაკს, რომელიც პროგრამის მარცხენა ზედა კუთხეში მდებარეობს. ბრძანების შესრულების შემდეგ ეკრანზე გამოვა თქვენთვის ნაცნობი Windows Explorer (ვინდოვს ექსპლორერის) ფანჯარა სადაც უნდა მონიშნოთ მულტიმედია ფაილები, რომელთა იმპორტირებასაც ვაპირებთ და დავაჭიროთ OK (ოკ) ღილაკს. რჩევაა, წინასწარ სამონტაჟო ფაილები ჩაწერილი გქონდეთ ერთ საქაღალდეში მათი ადვილად ძებნის, მონიშვნისა და იმპორტირებისათვის. შეიძლება უფრო მარტივად ჩათვალოთ იმპორტირების მესამე გზა, როდესაც გახსნილი გვაქვს ერთდროულად ქამთაზია სტუდიო და ვინდოვს ექსპოლერ ფანჯრები და ვინდოვს ექსპოლერ ფანჯრიდან „გადმოთრევით“ გადმოვიტანთ მონიშნულ ფაილებს. ნებისმიერი მეთოდით იმპორტირებისას კლიპ ბინში გაჩნდებიან შესაბამისი დასახელების პიქტოგრამები, რომლებიც გაერთიანებული იქნებიან კატეგორიების მიხედვით. მოვახდინოთ მეორე ვიდეო გაკვეთილის მონტაჟისათვის განკუთვნილი ფაილების იმპორტი, სადაც ისინი დალაგდებიან შემდეგ კატეგორიებად: 1. Camtasia recording file ქამტაზიას სტანდარტში შენახული ფაილი 2. Audio აუდიო ფაილი 3. Video ვიდეო ფაილი 4. Image გრაფიკული ფაილი ამით დავამთავროთ ამ ვიდეო გაკვეთილთან მუშაობა და შევინახოთ ჩვენი პროექტი ბრძანებით Save Project (სეივ პროჯექტ), დავარქვათ სახელი, მივუთითოთ საქაღალდე და დავაჭიროთ Save (სეივ) ღილაკს. მომდევნო გაკვეთილს დავუთმობთ ქამთაზია სტუდიოს სამონტაჟო არის Time Line (თაიმ ლაინის) განვიხილვას. მომავალ შეხვედრამდე.

ახალი დამატებული