პროგრამა Camtasia Studio 8

1. შესავალი და გარემო
გამარჯობა, წინა ვიდეოკურსში განვიხილეთ Camtasia Studio (ქამთაზია სტუდიოს) მუშა ფაილების საცავი Clip Bin (კლიპ ბინ), ამჯერად კი Camtasia Studio (ქამთაზია სტუდიოს) მეორე უმნიშვნელოვანესი ნაწილი Time Line (თაიმ ლაინი) განვიხილოთ. Time Line (თაიმ ლაინი) იგივე დროითი დიაგრამა, წარმოადგენს Camtasia Studio (ქამთაზია სტუდიოს) ძირითად ნაწილს, სადაც უშუალოდ მულტიმედია ფაილების მონტაჟი ხდება. ამიტომ, სანამ შევუდგებოდეთ მულტიმედია ფაილების მონტაჟის შესწავლას დაწვრილებით გავნიხილოთ Time Line (თაიმ ლაინის) შემადგენელი ნაწილები, მათი დანიშნულება და მათთან მუშაობის პრინციპი. Time Line (თაიმ ლაინი) ძირითადად წარმოადგენს დროით ხაზს, მასთან დაკავშირებულ ეგრეთ წოდებულ დროის მარკერს და ერთ ან რამდენიმე ტრეკს. იმისათვის, რომ დავიწყოთ მულტიმედია (ვიდეო, აუდიო, ხმოვანი, გრაფიკული) ფაილების მონტაჟი, პირველ რიგში ეს ფაილები მუშა ფაილების საცავიდან, Clip Bin (კლიპ ბინიდან) თანმიმდევრობით უნდა გადმოვათრიოთ Time Line (თაიმ ლაინის) პირველ ტრეკზე. განვიხილოთ მაგალითი: წინა ვიდეოკურსის განხილვისას ჩვენ ვნახეთ თუ როგორ უნდა შემოგვეტანა მულტიმედია (ვიდეო, აუდიო, ხმოვანი, გრაფიკული) ფაილები. გავაგრძელოთ გაკვეთილი/ლექცია ამ მულტიმედია ფაილების მაგალითზე. ვთქვათ მომავალი კლიპი გვინდა იწყებოდეს ეკრანზე ჩვენი მოქმედებების ამსახველი ვიდეო ფაილით, რომელიც Camtasia Studio (ქამთაზია სტუდიოს) სტანდარტში შევინახეთ. ჩავავლოთ მაუსით ამ ფაილს და გადმოვათრიოთ Time Line (თაიმ ლაინის) პირველ ტრეკზე, რომელიც ავტომატურადაა გახსნილი. გადმოთრევის შემდეგ ტრეკზე გაჩნდება ლურჯი არე ფაილის დასახელებით, ჩავავლოთ მაუსით, გადავაადგილოთ ტრეკის გასწვრივ და მივაბჯინოთ ტრეკის დასაწყისს. Camtasia Studio (ქამთაზია სტუდიოს) Preview (პრევიევ) წინასწარი დათვალიერების, ნაწილში თქვენ დაინახავთ ჩაწერილი ვიდეოს დასაწყისს. ღილაკზე Play/Stop (პლეი/სტოპ) მაუსის დაჭერით დაიწყება ან დაპაუზდება ვიდეოს ჩვენება და პარალელურად Time Line (თაიმ ლაინის) დროითი მარკერი დაიწყებს მოძრაობას დროით დიაგრამაზე. დავაპაუზოთ კლიპის ჩვენება. Preview (პრევიევ) ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხეში ჩანს მთლიანი კლიპის ხანგრძლივობა და დროის მიმდინარე მომენტი. თუ ჩაავლებთ Time Line (თაიმ ლაინისის) დროით მარკერს მაუსით და ნელ-ნელა გადავადგილებთ წინასწარი დათვალიერების ფანჯარაში დავინახავთ შესაბამისი დროის კადრს. დროითი ზოლის მასშტაბირება შესაძლებელია Time Line (თაიმ ლაინის) მარცხენა ზედა ნაწილში შესაბამისი პატარა და დიდი Zoom out (ზუმ აუთ) Zoom in (ზუმ ინ) ლუპაზე მაუსის დაწკაპუნებით ან მათ შორის მოთავსებული ბურთულის გადაადგილებით. დიდი ლუპის Zoom in (ზუმ ინის) გვერდზე მოთავსებულია Undo (ანდუ) და Redo (რიდუ) ღილაკები, რომლებზეც მაუსის დაჭერით შესაბამისად შევძლებთ გავაუქმოთ ბოლო ბრძანება ან აღადგინოთ გაუქმებული ბრძანება. დავუბრუნეთ ჩვენ კლიპს, რომელიც Time Line (თაიმ ლაინის) პირველ ტრკზე გვაქვს. დაუშვათ, გვინდა ამ კლიპის პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა მოქმედებები (პარალელურად მიდიოდეს სხვა კლიპის კადრებიც, დაედოს სხვა ხმაც ან კლიპის ჩვენება მიმდინარეობდეს გრაფიკული გამოსახულების ფონზე), ამისათვის Time Line (თაიმ ლაინზე) უნდა დავამატოთ ახალი ტრეკი. შესაბამისი ბრძანება Insert Track (ინსერთ თრეკ) მდებარეობს Time Line (თაიმ ლაინის) მარცხენა ფანჯარაში, პირველი ტრეკის დასახელების თავზე და ღილაკს პლიუსი (“+“) ნიშანი ახატია. ამ ღილაკზე მაუსის დაჭერით, პირველი ტრეკის თავზე გაჩნდება მეორე, მესამე და ასე შემდეგ ტრეკები, რაც საშუალებას გვაძლევს დროის ერთი და იგივე მომენტში რამდენიმე მოქმედება შესრულდეს. შენიშვნა: ყურადრება მივაპყროთ იმას, რომ ზედა ტრეკებზე მიმდინარე მოქმედებები ჩამოეფარება ქვედა ტრეკებზე მიმდინარე მოქმედებებს თუ შესაბამის ეფექტებს არ გამოვიყენებთ. ეს ეფექტები შეიძლება იყო ოპტიკურობის შემცირება ანუ გამჭვირვალე გავხადოთ ზედა ტრეკები, შევამციროთ კლიპის ჩვენების არეები რაც კლიპების ერთდროულ ჩვენებას უზრუნველყოფს და სხვა მრავალი, რომლებსაც შემდეგ ვიდეოკურსებში დაწვრილებით განვიხილავთ. ყოველი ტრეკის დასახელების გვერდზე ჩანს ორი ღილაკი: პირველი, რომელსაც თვალი ახატია Turn Track Off To Disable Content (თარნ თრექ ოფფ დისეიბლ ქონთენთ). ამ ბრძანებაზე მაუსის დაჭერით შესაბამისი ტრეკის ჩვენება დროებით გაითიშება, ხოლო ხელმეორედ დაჭერით აღდგება. ბრძანების გამოყენება განუზომელია როდესაც ხდება პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ტრეკზე ვიდეოს დამუშავება. ვთიშავთ ამ ტერკს და ვამუშავებთ სხვა ტრეკებს, ხოლო გათიშული ტრეკი ხელს არ გვიშლის მათ დამუშავებაში. მომდევნო ბრძანება Lock or Unlock Track (ლუქ ორ ანლუქ ტრექ) რედაქტირების (ცვლილების) აკრძალვა/დაშვებაა. ამ ბრძანების ჩართვით შესაბამის ტრეკზე ნებისმიერი ცვლილების შეტანა აკრძალულია, რაც ძალიან დაგვეხმარება რამდენიმე ტრეკთან მუშაობისას. მაგალითად, თუ ერთი რომელიმე ტრეკი უკვე დამუშავებულია და აღარ გვინდა ცვლილებების შეტანა, დროებით ვთიშავთ ამ ბრძანებით და დაზღვეულები ვართ მექანიკური შეცდომებისგან. ხოლო, თუ დაგვჭირდა ხელახალი ცვლილების შეტანა, იგივე ღილაკზე მაუსის დაწკაპუნებით მოვხსნით შეზღუდვებს და ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მუშაობას. ამ ვიდეო კურსით ჩვენ დავამთავრეთ Camtasia Studio (ქამთაზია სტუდიოს) გარემოსა და იმ ძირითადი ნაწილების შესწავლა, რომლებიც აუცილებელია ვიდეოს დამუშავებისათვის. მომავალი კურსიდან სრულყოფილი ვიდეო პროდუქტის შესაქმნელად, განვიხილავთ უშუალოდ მულტიმედია ფაილებით კლიპის შექმნას და გარკვეული ეფექტების გამოყენებას. მადლობა ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული