პროგრამა Camtasia Studio 8
00:02:20
00:07:08
00:04:14
00:06:36
00:04:07
00:03:03
00:02:31
00:04:20
00:05:59
00:05:11
00:06:26
00:04:42
00:02:20
00:07:08
00:04:14
00:06:36
00:04:07
00:03:03
00:02:31
00:04:20
00:05:59
00:05:11
00:06:26
00:04:42
1. შესავალი და გარემო
გამარჯობა,
მას შემდეგ რაც წინა ვიდეოკურსებში განვიხილეთ მუშა ობიექტების ჩანართი, თაიმ ლაინი და წინასწარი დათვალიერების განყოფილებები, დროა შეუდგეთ ვიდეო ფაილების მონტაჟის განხილვას.
დავიწყოთ მარტივი მაგალითით.
გადავაბათ რამდენიმე კლიპი ერთმანეთს, ამისათვის მუშა ფაილების საცავიდან, Clip Bin (კლიპ ბინიდან) Time Line (თაიმ ლაინის) პირველ ტრეკზე თანმიმდევრობით უნდა გადმოვათრიოთ, გადმოვიტანოთ ვიდეოფაილები იმ მიმდევრობით, რა მიმდევრობითაც გვინდა ხდებოდეს მათი ჩვენება.
მაგალითად ჩვენს მიერ ეკრანზე მოქმედებების ჩანაწერს Capture-2.trec (ქაფჩარ-2. ტრექ)-ს დავუშვათ გვინდა მიყვებოდეს ep_1.avi (ეპ_1. ავი), ep_2.avi (ეპ_2. ავი) და ep_3.avi (ეპ_3.ავი) ფაილების სიუჟეტები.
ამისათვის მუშა ფაილების საცავიდან, Clip Bin (კლიპ ბინიდან) გადმოვათრევთ Time Line (თაიმ ლაინის) პირველ ტრეკზე Capture-2.trec (ქაფჩარ-2.ტრექ)-ის ფაილის შესაბამის პიქტოგრამას.
შემდეგ ep_1.avi (ეპ_1. ავი), ep_2.avi (ეპ_2. ავი) და ep_3.avi (ეპ_3. ავი) ფაილების პიქტოგრამებს მიმდევრობით.
თუ კლიპების ხანგრძლივობა დიდია, შეგვიძლია Zoom out (ზუმ აუტ) ღილაკით შევამციროთ დროითი შუალედი და მთლიანად დავინახოთ ჩვენ მიერ ჩასმული კლიპები პირველ ტრეკზე.
ჩვენს მიერ ტრეკზე ჩატანილი ვიდეოფაილები გამოჩნდებიან მართკუთხედების სახით და მითითებული იქნება შესაბამისი ფაილების სახელებიც, რომელთა სიგრძეც დამოკიდებულია ვიდეოს ხანგრძლივობაზე.
თუ მივიტანთ მაუსს შესაბამისი ვიდეოს მართკუთხედის არეში და გავაჩერებთ ერთი წამი გამოჩნდება მოკარნახე, საიდანაც შეგვიძლია მივიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
1. Name (ნეიმ) ფაილის სახელი;
2. Start Time (სტარტ თაიმ) შესაბამისი კლიპის დაწყების დრო;
3. Duration (დურეიშენ) შესაბამისი კლიპის დამთავრების დრო;
4. Media Type (მედია თაიპ) შესაბამისი ფაილის ტიპი.
მართკუთხედის მაუსით გადაადგილებით შეგვიძლია შევცვალოთ შესაბამისი ვიდეოკლიპის დაწყების და შესაბამისად დამთავრების დრო.
დავაჭიროთ Preview (პრევიევ) ფანჯარაში Play/Stop (ფლეი/სტოპ) ღილაკს და ვნახოთ რა გამოგვივიდა.
Play/Stop(ფლეი/სტოპ) ღილაკზე მაუსის დაჭერით Time Line (თაიმ ლაინის) დროით ზოლზე დროითი მარკერი დაიწყებს მოძრაობას და Preview (პრევიევ) ფანჯარაში დავინახავთ მონტაჟის შედეგს.
თუ დავაკვირდით იქ, სადაც ვიდეოკლიპები დაცილებულია და დროითი მარკერი ამ ზონაშია Preview (პრევიევ) ფანჯარაში ჩანს სიბნელე ანუ დროის ამ მონაკვეთში არავითარი კლიპის ჩვენება არ ხდება.
იმისათვის, რომ ჩვენება იყოს უწყვეტი ვიდეოკლიპების შესაბამისი მართკუთხედები ტრეკზე უნდა განთავსდეს მიჯრით ანუ ჩავავლოთ მაუსი და გადავაადგილოთ წინა კლიპისკენ მანამ, სანამ არ მიადგება, მიებჯინება მას.
დავაჭიროთ Preview (პრევიევ) ფანჯარაში Play/Stop (ფლეი/სტოპ) ღილაკს მაუსით და დავრწმუნდეთ, რომ დალაგებული ვიდეოკლიპების ჩვენება იქნება უწყვეტი.
ჩვენ შეგვიძლია გადავაადგილოთ დროითი მარკერი და Preview (პრევიევ) ფანჯარაში Play/Stop (ფლეი/სტოპ) ღილაკით ვიდეოს ვუყუროთ მითითებული პოზიციიდან.
დღეს ამით დავამთავროთ, ხოლო შემდეგ ვიდეოკურსში გავაგრძელოთ ვიდეოფაილების მონტაჟთან დაკავშირებული სხვა აუცილებელი ეფექტების შესწავლა.
ნახვამდის