პროგრამა Camtasia Studio 8

1. შესავალი და გარემო
გამარჯობა, ჩვენი დღევანდელი ვიდეოკურსი წარმოადგენს წინა ვიდეოკურსის გაგრძელებას, ამიტომ რამდენიმე წუთი დავუთმოთ წინა ვიდეოკურსის ანოტაციას. წინა ვიდეოკურსში მუშა ფაილების საცავიდან, Clip Bin (კლიპ ბინიდან) Time Line (თაიმ ლაინის) პირველ ტრეკზე გადმოვიტანეთ Capture-2.trec (ქაფჩარ-2.ტრექ), ep_1.avi (ეპ_1.ავი), ep_2.avi (ეპ_2.ავი) და ep_3.avi (ეპ_3.ავი) ვიდეოფაილების შესაბამისი პიქტოგრამები სიუჟეტის მიხედვით. დავალაგეთ ისინი ერთმანეთის მიყოლებით და მივიღეთ სიუჟეტი პირველ მიახლოებაში. დავუშვათ, ვიდეოკლიპებში ასახული სიუჟეტების თანმიმდევრობა არ გვაკმაყოფილებს და გვინდა შევცვალოთ ან თავიდანვე ვიდეოკლიპების თანმიმდევრობის განლაგება შეგვეშალა. რა თქმა უნდა ამ პრობლემის გადაწყვეტას Camtasia Studio (ქამთაზია სტუდიოს) დახმარებით საკმაოდ ადვილად შევძლებთ. განვიხილოთ მაგალითი. დავუშვათ, სიუჟეტი, რომელიც ჩაწერილია Ep_3.avi (ეპ_3.ავი) ფაილში და მიმდინარეობს Ep_2.avi (ეპ_2.ავი) ფაილში ჩაწერილი სიუჟეტის შემდეგ, გადავიფიქრეთ ან შეგვეშალა და გვინდა მიმდინარეობდეს Capture-2.trec (ქაფჩარ-2.ტრექ)-ის სიუჟეტის შემდეგ. ამისათვის ჩამოვწიოთ მარჯვნივ რიგ-რიგობით ep_3.avi (ეპ_3.ავი), ep_2.avi (ეპ_2.ავი) და ep_1.avi (ეპ_1.ავი) ფაილების შესაბამისი მართკუთხედები. ამით Capture-2.trec (ქაფჩარ-2.ტრექ)-ის შემდეგ განთავისუფლდება ადგილი და შეგვიძლია Ep_3.avi (ეპ_3.ავი)_ს შესაბამისი მართკუთხედი გადავათიოთ ჯერ ზევით, ხოლო შემდეგ ჩავსვათ გამონთავისუფლებულ ადგილას Capture-2.trec (ქაფჩარ-2.ტრექ)-ის შემდეგ. Capture-2.trec (ქაფჩარ-2.ტრექ)-ის შემდეგ გამონთავისუფლებული ადგილი მეტი უნდა იყოს ვიდრე ჩასასმელი ფაილის შესაბამისი მართკუთხედი, წინააღმდეგ შემთხვევაში გადასატანი სიუჟეტი არ ჩაისმება, ამიტომ ვიმეორებთ წინა პროცედურებს ანუ კიდევ გადავწევთ მარჯვნივ მართკუთხედებს, რითაც ვზრდით Capture-2.trec (ქაფჩარ-2.ტრექ)-ის შემდეგ დაცილებას და თავიდან გადმოვათრევთ შესაბამის სიუჟეტს. შემდეგ მივადგათ ერთმანეთს დანარჩენი სიუჟეტის შესაბამისი მართკუთხედები, გადმოვიტანოთ დროითი მარკერი Capture-2.trec (ქაფჩარ-2.ტრექ)-ის ფაილის ბოლოსკენ და Preview (პრევიევ) ფანჯარაში Play/Stop (ფლეი/სტოპ) ღილაკით ვნახოთ გადალაგებული სცენარი. ამით დავამთავროთ დღევანდელი ვიდეოკურსი, სადაც შევისწავლეთ ერთხელ შექმნილი სცენარის შეცვლა, მასში სიუჟეტების გადაადგილებით. ნახვამდის

ახალი დამატებული