პროგრამა Camtasia Studio 8

1. შესავალი და გარემო
გამარჯობა, ამ ვიდეოკურსით ვაგრძელებთ ვიდეოფაილების დამუშავებას და განვიხილავთ ვიდეოფაილების დაჭრას. განვიხილოთ მაგალითი. დაუშვათ, Capture-2.trec (ქაფჩარ-2.ტრექ)-ის სიუჟეტის ერთი ნაწილი გვინდა დარჩეს დასაწყისში, ხოლო მეორე ნაწილი გადავიდეს ბოლოში. ამისათვის დროით მარკერს მაუსზე დაჭერით, გადავაადგილებთ Capture-2.trec (ქაფჩარ-2.ტრექ)-ის ფაილის იმ ნაწილში, სადაც უნდა გაიჭრას სიუჟეტი. დროითი მარკერის კადრ-კადრ გადასაადგილებლად კი გამოვიყენოთ Preview (პრევიევ) ფანჯარაში Step Backward (სტეპ ბექვარდ) ღილაკი მარცხნივ გადასაადგილებლად და Step Forward (სტეპ ფორვარდ) ღილაკი მარჯვნივ გადასაადგილებლად. მას შემდეგ, რაც დროით მარკერს გადავაადგილებთ მაუსით, Step Backward (სტეპ ბექვარდ) და Step Forward (სტეპ ფორვარდ) ღილაკებით და განვსაზღვრავთ ზუსტ პოზიციას, მაუსით ერთხელ დავაწკაპუნებთ Capture-2.trec (ქაფჩარ-2.ტრექ)-ის ფაილის შესაბამის მართკუთხედზე. ამით მოვნიშნავთ დასაყოფ ფაილს და დაყოფის პოზიციას. შემდეგ კი დავაჭერთ ხელს კლავიატურის “S” (ეს) ღილაკს ან დროითი ზოლის თავზე განლაგებული ღილაკებიდან მაუსით დავაწკაპებთ SpliT (სპლით) ღილაკზე. დავინახავთ, რომ Capture-2.trec (ქაფჩარ-2.ტრექ) ფაილის შესაბამისი მართკუთხედი გაიყო ორ ნაწილად. ჩავავლოთ მეორე ნაწილს მაუსით და გადავიტანოთ ბოლოში. დროითი მარკერის გადაადგილებით დავრწმუნდეთ, რომ ფაილი გაიჭრა იმ ადგილას სადაც გვინდოდა მისი გაჭრა. გადათრევის შემდეგ დარჩენილი ცარიელი ადგილი შევავსოთ მომდევნო მართკუთხედების მიჯრით მიდგმით. Preview (პრევიევ) ფანჯარის play (პლეი) ღილაკით კი ვნახოთ შედეგი. ამით დავამთავროთ ეს ვიდეოგაკვეთილი. ნახვამდის

ახალი დამატებული