პროგრამა Camtasia Studio 8

1. შესავალი და გარემო
გამარჯობა, ეს ვიდეოგაკვეთილი დათმობილი აქვს ვიდეო ფაილებისთვის დაწყებისა და დამთავრების რედაქტირებას ანუ ფაილს ჩვენება დავაწყებინოთ არა თავიდან არამედ გარკვეული მომენტიდან. ასევე, ვიდეოს ჩვენება დავამთავროთ დროზე ადრე. ფაქტიურად ისე გამოდის, რომ კლიპს ვაჭრით თავსა და ბოლოს. ძალიან ხშირად გვექნება შემთხვევა, როცა მონიტორზე მოქმედებების ჩაწერა ცოტა გვიან დავიწყეთ ან დაწყებისას გარკვეული ხარვეზები გვქონდა. ანალოგიური პრობლემა შეიძლება წარმოიშვას ჩაწერის ბოლოშიც. მაგალითად ჩაწერას მორჩეთ, მაგრამ Stop (სტოპ) ღილაკზე მაუსის დაჭერა დავაგვიანოთ. ამის გამოსწორება შესაძლებელია მონტაჟის დროსაც ანუ თქვენს ჩაწერილ ან შემოტანილ კლიპს ჩვენება დავაწყებინოთ გარკვეული ადგილიდან ან დავამთავრებინოთ დროზე ადრე. თუ გამოვიყენებთ დაჭრის საშუალებას (განვიხილეთ 5.3 ვიდეოკურსში) ანუ მოვაჭრით კლიპის თავსა და ბოლოს და Del (დელ) ღილაკით წავშლით მას მივიღებთ სასურველ შედეგს. მაგრამ ჩემი რჩევაა ეს მეთოდი გამოიყენოთ რაც შეიძლებ იშვიათად იმიტომ, რომ არ იცით როდის დაგჭირდებათ წაშლილი სიუჟეტი. Camtasio Studio (ქამთასია სტუდიო) ითვალისწინებს ანალოგიურ სიტუაციას. განვიხილოთ მაგალითი. თუ დავაკვირდებით ფაილი Ep_2.avi (ეპ_2.ავი)-ს ჩვენება იწყება Windows (ვინდოუსის) ფანჯრიდან და შემდეგ იხსნება Camtasio Studio (ქამთასია სტუდიო)-ს ფანჯარა. დაუშვათ ამ ფაილის ჩვენება გვსურს დაიწყოს პირდაპირ Camtasio Studio (ქამთასია სტუდიო)-ს ფანჯარიდან. ამისათვის დროით მარკერს ვაყენებთ ზუსტად იმ ადგილას საიდანაც გვინდა დაიწყოს ამ კლიპის ჩვენება. დროით მარკერს ვაყენებთ მიახლოებით კლიპის იმ ადგილას საიდანაც გვინდა დაიწყოს კონკრეტული კლიპი და Preview (პრევიევ) ფანჯარის Step Backward (სტეპ ბექვარდ) და Step Forward (სტეპ ფორვარდ) ღილაკებით განვსაზღვრავთ მის ზუსტ მდებარეობას, რის შემდეგაც Ep_2.avi (ეპ_2.ავი) ფაილის შესაბამისი მართკუთხედის მარცხენა კიდესთან მაუსის მიტანით ის მიიღებს ისრის ფორმას. ვაწკაპუნებთ მაუსით და ვექაჩებით მარჯვენა მხრისკენ, დროით მარკერამდე. მართკუთხედის კიდის გადაადგილებისას პარალელურად გამოდის პატარა ფანჯარა, სადაც მიეთითება კლიპის დაწყების დრო და ხანგრძლივობა. გადაადგილებასთან ერთად პარალელურად შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ იცვლება დაწყებისა და ხანგრძლივობის დრო. ანალოგიურად შეგვიძლია მოვიქცეთ კლიპის ბოლოში, ოღონდ ამჯერად ვექაჩებით მართკუთხედის მარჯვენა კიდეს მარცხნისაკენ. ამ მეთოდის დადებითი მხარე ისაა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მართკუთხედის კიდეების უკან ნებისმიერ პოზიციაზე დაბრუნება. ამით დავამთვროთ ეს ვიდეოკურსი სადაც შევისწავლეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა. მომავალ შეხვედრამდე.

ახალი დამატებული