პროგრამა Camtasia Studio 8

1. შესავალი და გარემო
გამარჯობა, კლიპების მონტაჟისას ხშირად დაგვჭირდება მთლიანი კლიპის ან კლიპში გარკვეული სიუჟეტის მასშტაბირება (გაზრდა, დაპატარავება) სწორედ ამ თემას ეძღვნება მიმდინარე ვიდეოკურსი. პირველ რიგში განვიხილოთ კლიპის მასშტაბირება. იგი გულისხმობს მთლიანად მთელი კლიპის მასშტაბის შეცვლას (გადიდებას ან შემცირებას). ამისათვის მთავარია იმ კლიპის შესაბამისი მართკუთხედი, რომლის მასშტაბირებაც გვსურს იყოს მონიშნული და დროითი მარკერი გაჩერებული იყოს ამ მართკუთხედის ნებისმიერ ადგილაზე. გადავიტანოთ მარკერი კლიპის შესაბამის მართკუთხედში, რომლის მასშტაბირებაც გვინდა, ჩვენთან ეს Epi-3. avi (ეპი 3 ავი) კლიპია. Preview (პრევიევ) წინასწარი დათვალიერების ფანჯარაში ვხედავთ, რომ კლიპს დაკავებული აქვს მთელი ეკრანი და მის გარშემო უწყვეტი ჩარჩოა შემოვლებული, რომლის კუთხეებში და გვერდების შუა წერტილებში პატარა რგოლებია. დაუშვათ გვინდა Epi-3.avi (ეპი 3 ავი) ფაილის დაპატარავება. ამისათვის მაუსის დაჭერით, Preview (პრევიევ) წინასწარი დათვალიერების ფანჯარაში კლიპის კუთხეებში და გვერდების შუა წერტილებში პატარა რგოლებზე და მათი გადათრევით ცენტრისკენ ხედავთ, თუ როგორ პატარავდება გამოსახულება და ჩნდება შავი ფონი. შენიშვნის სახით აღვნიშნოთ, რომ კუთხის რგოლების გადაადგილებით კლიპში ასახული სიუჟეტის პროპორციები (სიგრძის სიგანეზე შეფარდება) არ იცვლება. ხოლო, გვერდების შუაწერტილებზე განთავსებული რგოლების გადაადგილებით კლიპში ასახული სიუჟეტი ან სიგრძეში გაიწელება ან სიგანეში, იმისდა მიხედვით, თუ რომელ რგოლს გადავადგილებთ. გადავაადგილოთ დროითი მარკერი და დავრწმუნდეთ, რომ დაპატარავებულია მთელი კლიპი. ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ არსებობს მასშტაბირების მეორე ვარიანტი, მასშტაბირდება არა მთლიანი კლიპისა, არამედ კლიპში გარკვეული სიუჟეტის, რომელსაც მომდევნო ვიდეოკურსში განვიხილავთ. Preview (პრევიევ) წინასწარი დათვალიერების ფანჯარაში კლიპის შუაგულში ვხედავთ ორ პატარა რგოლს. თუ შევიტანთ მაუსს კლიპის ჩვენების არეში ან რგოლთან, რომელიც ზუსტად ცენტრშია მოთავსებული, მაუსი მიიღებს ოთხისრიან ჯვრის ფორმას და მაუსზე დაჭერით და გადათრევით შესაძლებელია კლიპის გადაადგილება ასევე, ცენტრალური წრის გვერდით არსებულ რგოლთან მაუსის მიტანით, როცა მაუსის ისარი იღებს ნახევარწრის ფორმას, ვაჭერთ ამ წრეზე და ნელ-ნელა შემოვატრიალებთ. დავინახავთ, რომ მაუსის ტრიალთან ერთად შემოტრიალდება კლიპის ჩვენების არეც. სამივე ეფექტი (მასშტაბირება, გადაადგილება და შემობრუნება) საკმაოდ მნიშვნელოვანია, როდესაც მუშაობა გვიხდება რამდენიმე ტრეკზე ერთდროულად, რომელიც განხილული იქნება მომდევნო ვიდეოკურსებში. ამჯერად კი ამით დავამთავროთ. ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე.

ახალი დამატებული