პროგრამა Camtasia Studio 8

1. შესავალი და გარემო
გამარჯობა, ამ ვიდეოკურსში განხილული იქნება წინა ვიდეოკურსში განხილული ეფექტების ალტერნატიული გზა. მოვნიშნოთ, დასამუშავებელი კლიპი და დროითი მარკერი დავაყენოთ ამ კლიპის შესაბამის მართკუთხედში ნებისმიერ ადგილას. Time Line (ტაიმ ლაინ)-ის თავზე მოთავსებული ჩანართებიდან ავირჩიოთ Visual Properties (ვიზუალ ფროპერთის) ჩანართი. ეს ჩანართი ჯერ არ ჩანს და თუ თქვენთანაც ანალოგიურია მაშინ ეს ჩანართი მოძებნეთ More (მოორ) ჩანართში და დააჭირეთ მაუსს. გაიხსნება შესაბამისი ჩანართი, სადაც ბრძანებით Scale (სქეილ) ხდება კლიპის მასშტაბირება სანავიგაციო ნიშნაკით ან ამისათვის განსაზღვრულ უჯრაში პროცენტული მნიშვნელობის აკრეფით. ეკრანზე ვხედავთ სანავიგაციო ნიშნაკის გადაადგილებას და პარალელურად Preview (პრევიევ) ფანჯარაში კლიპის შესაბამისი გამოსახულების გაზრდას ან დაპატარავებას, პროპორციულად იმისდა მიხედვით, თუ საითკენ ვამოძრავებთ მასშტაბირების ნიშნაკს. პარალელურად პროცენტული მნიშვნელობის უჯრაში ხედავთ მის ცვლილებას. ასე, რომ მასშტაბირება შესაძლებელია ამ უჯრაში პროცენტული მნიშვნელობის აკრეფითაც. ეს მოქმედება ანალოგიურია წინა ვიდეოკურსში განხილული კლიპის მასშტაბირებისა, როდესაც ვექაჩებოდით კუთხის რგოლებს მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ მასშტაბირება ხდებოდა მოპირდაპირე კუთხის მიმართ (ანუ მოპირდაპირე კუთხე იყო უცვლელად), ხოლო ამ შემთხვევაში მასშტაბირება ხდება ცენტრის მიმართ (ცენტრია უცვლელი) ბრძანებით Opacity (ოფასრი) კლიპს ენიჭება ეგრეთწოდებული გამჭვირვალობა პროცენტულად. გამჭვირვალობისთვის პროცენტული მნიშვნელობის მინიჭება შესაძლებელია, როგორც ბილიკზე ნიშნაკის გადაადგილებით ასევე შესაბამის უჯრაში პროცენტის აკრეფით. ვამოძრაოთ ნიშნაკი მარცხნივ ანუ ვამცირებთ გამჭვირვალობის პროცენტს და ვხედავთ Preview (პრევიევ) ფანჯარაში კლიპის შესაბამისი გამოსახულების გაფერმკრთალებას. თუ ამ კლიპის ქვეშ მოთავსებულია სხვა კლიპი ან სურათი გამჭვირვალობის გაზრდასთან ერთად თანდათან გამოიკვეთება ქვედა ობიექტი. ბრძანებაში Position (პოზიშენ) გაერთიანებულია X (იქს) Y (იგრეკ) და Z (ზეტ) ველები, რომლებიც მიუთითებენ მონიშნული კლიპის ცენტრის მდებარეობას. ამ ველებში მნიშვნელობების გაზრდით ან შემცირებით გადაადგილდება მონიშნული კლიპის ცენტრი, შესაბამისად გადაადგილდება მთლიანად კლიპიც. ბრძანებაში Rotation (როთეიშენ) გაერთიანებული X (იქს) Y (იგრეკ) და Z (ზეტ) ველები, სადაც მითითებულია კლიპის დახრის კუთხის გრადუსული მნიშვნელობები. X (იქს) Y (იგრეკ) და Z (ზეტ) ველებში ცვლილებით ხდება შესაბამისი მიმართულებით კლიპის შემობრუნება. მეორე განყოფილებაში მოთავსებულია სხვადასხვა ვიზუალური ეფექტები. თითოეული ეფექტის გასწვრივ ნიშნაკის დასმით იღება შესაბამისი ეფექტის პარამეტრები. განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე. ეფექტი Drop shadow (დროფ შედოვ) კლიპის ჩარჩოზე ჩრდილების გამოყვანა. ეფექტი კლიპის ჩარჩოს ანიჭებს შავ ჩრდილს, ამ შემთხვევაში არ ჩანს იმის გამო, რომ ფონი შავია. ამ ეფექტს დავუბრუნდებით მოგვიანებით, როდესაც განვიხილავთ ტრეკებთან მუშაობას. ეფექტი Colorize (ქალარაიზ) კლიპის სიუჟეტს მისცემს იმ ფერის შეფერილობას რა ფერიც გვაქვს არჩეული Color (ქალარ) პალიტრაში, ავირჩიოთ წითელი ფერი, ხოლო Amount (ემოუნთით) ამ ფერის სიმკვეთრეს. თქვენ ხედავთ თუ როგორ იცვლება ფერის სიმკვეთრე. ეფექტით Border (ბორე) შეგვიძლია კლიპი ჩავსვათ ჩარჩოში. Color (ქალარით) ავირჩიოთ ფერი და Thickness (თიკნეს) ბრძანებით არჩეული ფერის ჩარჩოს სისქე ვარეგულიროთ. საკმაოდ საინტერესოა ეფექტი Remove a color (რემუვ ქალარ), რომელიც კლიპის სიუჟეტიდან ამოშლის და გამჭვირვალეს გახდის ერთ კონკრეტულ ფერს, რომელსაც Color (ქალარ) პალიტრიდან ავირჩევთ. ავირჩიოთ ცისფერი ფერი, ვხედავთ იქ სადაც კონკრეტულად ეს ფერი იყო წაიშლება და გამჭვირვალე გახდება. გავზარდოთ Tolerance (თოლორენს) პარამეტრის მნიშვნელობა და დავინახავთ წაშლილი არეების გაზრდას ანუ Tolerance (თოლორენს) პარამეტრით მიეთითება რამდენად ახლოს იყოს წასაშლელი ფერი არჩეულ ფერთან. პარამეტრები Softness (სოფტნეს), Hue (ჰიუ), Definge (დეფენჯ) აძლევენ სინაზის, სიმკვეთრისა და ფერის განსაზღვვრის ეფექტებს. ამ ეფექტებზე შეგვიძლია ჩავატაროთ საინტერესო ექსპერიმენტები და პარამეტრების აღდგენისათვის დავაჭიროთ მაუსი თითოეული პარამეტროს მარჯვენა ზედა კუთხეში მდებარე ნახევარწრიულ ისარს. ეს ვიდეოკურსი ნამდვილად დატვირთული იყო შინაარსობრივად, მადლობა ყურადღებისთვის,

ახალი დამატებული