პროგრამა Camtasia Studio 8

1. შესავალი და გარემო
გამარჯობა, წინა ორ ვიდეოკურსში განვიხილეთ მთელი კლიპის მასშტაბირება და სხვადასხვა ვიზუალური ეფექტები. ამ ვიდეოკურსში, კი განვიხილავთ უშუალოდ კლიპის სიუჟეტის მასშტაბირებას. გვაქვს სიტუაცია, როდესაც კლიპში გარკვეული დროითი მონაკვეთი უნდა მიმდინარეობდეს გაზრდილ ან შემცირებულ მასშტაბში. ანალოგიურ სიტუაციას (ეფექტს) თქვენ ხშირად შეხვედრიხართ და ამ ვიდეოკურსშიც შეხვდებით, როდესაც ვიდეოგაკვეთილის მიმდინარეობისას ეკრანის გამოსახულება იზრდება (წინ მოდის). ამით ჩვენ ყურადღებას კონკრეტული ბრძანებაზე, ღილაკზე თუ გარკვეულ სიტუაციაზე ვამახვილებთ. იმისათვის, რომ კლიპში გარკვეული სიუჟეტის მასშტაბირება მოვახდინოთ, დროითი მარკერი ჩვენთვის ცნობილი მეთოდებით (გადათრევით და წინასწარი დათვალიერების ფანჯრის Step Backward (სტეპ ბექვარდ), Step Forward (სტეპ ფორვარდ) ღილაკებით) დავაყენოთ სიუჟეტის იმ კადრზე, საიდანაც გვინდა დაიწყოს მასშტაბირება. გადავიდეთ ინსტრუმენტების Zoom and Pan ჩანართზე და დავინახავთ მონიტორს ჩვენი სიუჟეტით, სადაც კონტურის კუთხეებში და შუაწერტილებში მასშტაბირების რგოლებია მოთავსებული. ზუსტად ამ მომენტში ამ ვიდეოკურსის მონტაჟისას ჩვენც ამ ეფექტით ვსარგებლობთ იმისათვის, რომ გადიდდეს კონკრეტული დეტალი და თქვენ კარგად დაინახოთ მისი ყველა ნიუანსი. თუ ჩართულია Maintain aspect ratio (მეინტეინ ასპეცტ რეიშიო) მასშტაბირება განხორციელდება პროპორციულად, ყველა რგოლით და თქვენ ხედავთ თუ როგორ იცვლება სიგრძე-სიგანე ერთდროულად ნებისმიერი რგოლის გადაადგილებით. ხოლო თუ გამორთულია დაინახავთ თუ როგორ თავისუფლად და პროპორციების გარღვევით შეგვიძლია მასშტაბირება. რეკომენდაციაა ეს ოპცია იყოს ყოველთვის ჩართული. მასშტაბირება ასევე შესაძლებელია Scale (სქეილ) ბრძანების ნიშნაკის გადაადგილებით, რასაც თქვენ ხედავთ კიდეც. ჩარჩოს შუაგულში მაუსის დაჭერით და გადაადგილებით შეგიძლიათ ცვალოთ კლიპის გადიდებული სიუჟეტის გამომავალი არე. Preview (პრევიევ) ფანჯარაში ცენტრში მდებარე რგოლის გვერდითა რგოლზე მაუსის დაჭერით და დატრიალებით შესაძლებელია კლიპში სიუჟეტის მოტრიალება. შეგიძლიათ დროითი მარკერი გადასწიოთ და დააბრუნოთ კლიპის თავდაპირველი პარამეტრები Scale media to fit entire canvas (სქეილ მედია ფიტ ტო ენტერ ცანვას) ღილაკზე მაუსის დაჭერით. მთელ ამ პროცესზე თვალყურის დევნება შეგიძლიათ Preview (პრევიევ) ფანჯარაში და ცვალოთ ყველა პარამეტრი მანამ, სანამ თქვენს გემოვნებას არ დააკმაყოფირებს. მას შემდეგ, რაც დაამთავრებთ კლიპში სიუჟეტის მასშტაბირებას დროითი მარკერის გასწვრივ შესაბამისი კლიპის მართკუთხედში, გაჩნდება ბადმინტონის ვოლანის მსგავსი ფიგურა. ამ ფიგურის თავში მოთავსებულ წრეზე ორჯერ მაუსის დაწკაპუნებით გაიხსნება Visual Propertes (ვიზუალ პროფერთის) ჩანართი, სადაც შესაძლებელია დამატებითი ვიზუალური ეფექტების მინიჭება. ეს ეფექტები დაწვრილებით გვაქვს განხილული. ვოლანის მსგავსი ფიგურის დასაწყისის კიდესთან მაუსის მიტანით, მაუსის ისარი მიიღებს ორმიმართულებიან ფორმას. ამ მომენტში მაუსზე დაჭერით და მარცხნივ მოქაჩვით ეს კიდე დაგრძელდება, რითაც ვზრდით ერთი მასშტაბიდან მეორეში გადასვლის დროს, ხოლო ვოლანის შუა ნაწილში, მაუსზე ხელის დაჭერით და გადაადგილებით ვცვლით მასშტაბირების დაწყების დროს. გადავიტანოთ დროითი მარკერი ამ ვოლანიდან მარცხნივ და Preview (პრევიევ) ფანჯარაში Flay/stop (პლეი სტოპ) ღილაკზე დაჭერით დავაკვირდეთ ჩვენს „შედევრს“. დააკვირდით, როგორც კი დროითი მარკერი შევიდა ვოლანის კუდში, იმწუთშივე დაიწყო კლიპის სიუჟეტის მასშტაბირება და დამთავრდა ვოლანის თავში მოთავსებულ ბურთულასთან. კლიპის ჩვენება გრძელდება ამავე მასშტაბში და ამავე პარამეტრებით, შემდეგ ვოლანის ფიგურამდე, სადაც ახალი მასშტაბი, და პარამეტრებია დაყენებული. ამ ვიდეოკურსში განვიხილეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ძალზედ საჭიროა თქვენს მიერ შექმნილი ვიდეოგაკვეთილების მოსამზადებლად. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.

ახალი დამატებული