პროგრამა Camtasia Studio 8
00:02:20
00:07:08
00:04:14
00:06:36
00:04:07
00:03:03
00:02:31
00:04:20
00:05:59
00:05:11
00:06:26
00:04:42
00:02:20
00:07:08
00:04:14
00:06:36
00:04:07
00:03:03
00:02:31
00:04:20
00:05:59
00:05:11
00:06:26
00:04:42
1. შესავალი და გარემო
გამარჯობა,
ვაგრძელებთ წინა ვიდეოგაკვეთილს და ამჯერად შევისწავლით ვიდეოფაილებიდან სიუჟეტების კოპირებას და ამოჭრას.
ვთქვათ, გვესაჭიროება Epi_1.avi ფაილის გარკვეული ეპიზოდის კოპირება.
დროით მარკერს დავაყენებთ კლიპის იმ ადგილას, საიდანაც იწყება ან მთავრდება დასაკოპირებელი სიუჟეტი და Preview (პრევიევ) წინასწარი დათვალიერების ფანჯრის Step Backward (სტეპ ბექვარდ) კადრით უკან და Step Forward (სტეპ ფორვარდ) კადრით წინ ღილაკებით განვსაზღვროთ მისი ზუსტი მდებარეობა.
ამის შემდეგ დროითი მარკერის გვერდებზე გვაქვს წითელი და მწვანე მართკუთხედები, რომლებზეც მაუსის დაჭერით და გადათრევით მოინიშნება მარკერიდან მარცხენა ან მარჯვენა სიუჟეტები შესაბამისად.
წითელი მართკუთხედის გადათრევით მოინიშნება დროითი მარკერიდან მარჯვენა სიუჟეტი ხოლო მწვანით-მარცხენა
დააკვირდით ამ მართკუთხედების გადათრევის დროს პატარა თეთრ ფონზე ჩნდება მინიშნება: მწვანე მართკუთხედის გადათრევისას მინიშნება Selection start (სელექშენ სტარტ) მიუთითებს მონიშვნის დაწყების დროს დროით ზოლზე, კადრების სიზუსტით,
ხოლო Duration (დურეიშენ) მონიშნული სიუჟეტის ხანგრძლივობას.
შესაბამისად წითელი მართკუთხედის გადათრევისას მინიშნებაში გამოდის არა მონიშვნის დაწყების დრო, არამედ მონიშვნის დამთავრების დრო Selection end (სელექშენ ენდ) და ისევ Duration (დურეიშენ) მონიშნული სიუჟეტის ხანგრძლივობა.
მონიშნულ არეში შეგიძლიათ ატაროთ დროითი მარკერი და Preview (პრევიევ) წინასწარი დათვალიერების ფანჯარში დააკვირდეთ, რომ ზუსტად ის ნაწილია მონიშნული,რომელიც გვინდოდა.
ჩვენს შემთხვევაში დროითი მარკერი დავაყენეთ იმ მომენტზე როდესაც ჩაწერილ კლიპში გამოდის Camtasia studios (ქამთასია სტუდიოს) გარემო და მონიშვნა დავამთავრეთ მისი დახურვის დროს.
მას შემდეგ რაც ზუსტად განვსაზღვრავთ მონიშნულ სიუჟეტს მაუსით ვაწვებით Copy (კოპი) ან Cut (ქათ) ღილაკს, შესაბამისად კოპირებისთვის ან ამოჭრისთვის.
დავაჭიროთ მაუსის ღილაკი Cat (ქატ) ღილაკს და დავინახავთ, რომ მონიშნული სიუჟეტი ამოიჭრება და Epi-1.avi (ეპი 1 ავი) კლიპის მართკუთხედში გაჩნდება შესაბამის ადგილას წვრილი ზოლი.
დროითი მარკერი გადავიტანოთ ამ ზოლის ოდნავ მარცხნივ და Preview (პრევიევ) წინასწარი დათვალიერების ფანჯარში Play (პლეი) ღილაკზე დაჭერით დავრწმუნდეთ, რომ ეს სიუჟეტი ამოჭრილია.
თუ ამის შემდეგ მაუსით დავაწკაპუნებთ Paste (პეისტ) ღილაკზე, ამოჭრილი სიუჟეტი ჩაჯდება მეორე ტრკზე.
ღილაკით Paste (პესთ) ახალ ტრეკზე გაჩნდება კოპირებული სიუჟეტი
დავაწკაპუნოთ მაუსი და გადავათრიოთ შესაბამისი მართკუთხედი და დავსვათ იქ სადაც გვინდა რომ, გადატანილ იქნას ან განმეორდეს ეს სიუჟეტი, და ბოლოს დროითი მარკერით შევამოწმოთ რამდენად გამოგვივიდა სიუჟეტის გადატანა/კოპირება.
ამით ეს თემა ამოწურულია.
ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე.