პროგრამა Camtasia Studio 8
00:02:20
00:07:08
00:04:14
00:06:36
00:04:07
00:03:03
00:02:31
00:04:20
00:05:59
00:05:11
00:06:26
00:04:42
00:02:20
00:07:08
00:04:14
00:06:36
00:04:07
00:03:03
00:02:31
00:04:20
00:05:59
00:05:11
00:06:26
00:04:42
1. შესავალი და გარემო
გამარჯობა,
ამ ვიდეოკურსში განვიხილავთ საკმაოდ ეფექტურ და აუცილებელ ეფექტს, ესაა კლიპიდან კლიპზე გადასვლის ეფექტები.
რაში მდგომარეობს ამ ეფექტის არსი?
ჩამოვიტანოთ Clip bin (კლიპ ბინიდან) ორი კლიპი ჩემს შემთხვევაში epi_2.avi (ეპი 2 ავი) და epi_5.avi (ეპი 5 ავი)
დროითი მარკერი მივიტანოთ კლიპების შეხების არესთან და Previev (პრევიევ) ფანჯრის play (ფლეი) ღილაკზე მაუსის დაჭერით დავაკვირდეთ კლიპიდან კლიპზე გადასვლის მომენტს.
ჩვენ დავინახავთ, რომ კლიპიდან კლიპზე გადასვლა მოხდება მყისიერად, რაც უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებს.
იმისათვის, რომ ეს გარდამავალი მომენტი ეფექტური გახდეს, transitions (ტრენზეშენს) ჩანართიდან გადმოვათრიოთ გადასვლის ერთ-ერთი ეფექტი და დავსვათ კლიპებს შორის გაყვითლებულ ადგილას.
ისევ დროითი მარკერით ვნახოთ შედეგი, რაც მართლა ეფექტურია.
transitions (ტრენზეშენს) ჩანართში საკმაოდ ბევრი და ეფექტური გადასვლის ეფექტებია.
ისმის კითხვა, როგორ ავარჩიოთ საჭირო და ჩვენთვის მისაღები ეფექტი კლიპებში ჩასმამდე.
მივიტანოთ მაუსი გადასვლის ეფექტთან და მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით გამომავალი კონტექსური მენიუდან ავირჩიოთ Preview (პრევიევ) ბრძანება.
გადასვლის ეფექტს დავინახავთ წინასწარი დათვალიერების ფაჯარაში.
გადასვლის ეფექტის შესაბამისი მართკუთხედი ძალიან პატარაა, ამიტომ ამ ეფექტის დასამუშავებლად გავზარდოთ ტრეკის მასშტაბი, რათა კარგად დავინახოთ.
მასშტაბის გადიდების შემდეგ ჩვენ ვხედავთ ცისფერ მართკუთხედს, რომლის მონიშვნისას იგი სტაფილოსფერი გახდება.
ამ მართკუთხედის კიდესთან მაუსზე ხელის დაჭერით და გადათრევით ვზრდით ან ვამცირებთ გადასვლის ეფექტის ხანგრძლივობას.
თუ დავაცილებთ კლიპებს ერთმანეთს და ისევ მივადგამთ გადასვლის ეფექტი გაიყოფა შუაზე და ამ შემთხვევაში შეგვიძლია ისინი დავამუშაოთ, წავშალოთ Delete (დილეით) კლავიატურის ღილაკით ცალ-ცალკე.
ჩვენ ამით დავამთავროთ ეს ვიდეოგაკვეთილი. ხოლო თქვენ თუ ჩაატარებთ დამოუკიდებლად ექსპერიმენტებს მერწმუნეთ დიდ სიამოვნებასთან ერთად კარგ გამოცდილებასაც მიიღებთ.
მომავალ შეხვედრამდე.