პროგრამა Camtasia Studio 8

1. შესავალი და გარემო
გამარჯობა, წინა ვიდეოკურსებში განხილული თემების მიმდინარეობა ხდებოდა ერთ ტრეკზე. camtasia studio (ქამთასია სდუდიოში) შესაძლებელია რამდენიმე ტრეკთან მუშაობაც, რაც საშუალებას გვაძლევს დროის ფიქსირებულ მომენტში ერთდროულად შეგვეძლოს რამდენიმე ვიდეო, აუდიო და გრაფიკული გამოსახულების გამოტანა. წინასწარ შემოვიტანეთ Clip Bin (კლიპ ბინში) რამდენიმე ობიექტი ესენია: ტიტების სურათი Tulips.jpg (თულეპს ჯპგ)და Wildlife.wmv (ვაილდლაიფ ვმვ), რომლებიც ვინდოუსს მოჰყვება. დამატებით შემოვიტანეთ იუთუბიდან გადმოწერილი ზღვის ფაუნის კლიპები სიი 1 მპ 4, სიი 2 მპ 4 და სიი 3 მპ 4. სწორედ ამ ობიექტების მაგალითზე ვაჩვენოთ ტრეკების საჭიროება და მათი განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩამოვიტანოთ ვაილდლაიფ ვმვ კლიპი Timeline (თაიმ ლაინში) მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს კლიპი ჩამოგვაქვს არა Treck 1 (ტრეკ ერთზე), არამედ მის ზემოთ არსებულ წყვეტილი ხაზით შემოსაზღვრულ არეში. ხედავთ, რომ გაიხსნა Treck 2 (ტრეკ 2) და ეს კლიპი განთავსდა მასზე. ჩამოვიტანოთ მეორე, მესამე და მეოთხე კლიპები იგივე მეთოდით. თქვენ ხედავთ, რომ გაიხსნება მესამე მეოთხე და მეხუთე ტრეკები, რომლებზეც განლაგებულია შესაბამისი კლიპები. შენიშვნის სახით მინდა მოგახსენოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მომავალი, დარედაქტირებული საბოლოო კლიპის ზომები დამოკიდებულია Timeline (თაიმ ლაინში) პირველად ჩატანილი კლიპის ზომებზე და იღებს მის მნიშვნელობას. კლიპის ზომების შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ ეს საკმაოდ პრობლემატურია, რადგან კარგად უნდა გვესმოდეს ვიდეოფაილების ფორმატი და მისი ყველა ნიუანსი. ასე, რომ ნუ გაგიკვირდებათ თუ სხვადასხვა კლიპებს სხვადასხვა ზომები აქვთ, ისინი სპეციალურად შევარჩიეთ და თუ რატომ ამას ვიდეოგაკვეთილის მიმდინარეობისას გავიგებთ. თქვენ შეგიძლიათ კლიპების მაშტაბირებით ეს ზომები დაამთხვიოთ ერთმანეთს. დავაჭიროთ მონიშნული კლიპის შუაწერტილში მდებარე რგოლს მაუსი და გადავათრიოთ თითოეული კლიპი გვერდზე. Preview (პრევიევ) ფანჯარაში Play (პლეი) ღილაკზე მაუსის დაჭერით დავინახავთ რა გამოგვივიდა. ვხედავთ, რომ ყველა კლიპის სიუჟეტები ერთდროულად მიმდინარეობს, ყველა კლიპის ხმა ერთმანეთს ედება, კლიპები ერთმანეთზეა დალაგებული და კლიპი, რომელიც ყველაზე მაღალ ტრეკზეა განთავსებული მისი სიუჟეტი ფარავს მის ქვეშ, დაბალ ტრეკებზე არსებულ კლიპების სიუჟეტებს. ჩამოვიტანოთ გრაფიკული სურათი Tulips.jpg (თულეპს ჯპგ) პირველ ტრეკზე და მოვქაჩოთ მისი მარჯვენა კიდე გარკვეულ მანძილზე. იმის გამო, რომ ეს გრაფიკული ობიექტია, მისი ეკრანზე გამოჩენის ხანგრძლივობა შეგვიძლია გავზარდოთ ნებისმიერი დროით. თითეული ტრეკის მარჯვენა ზედა კუთხეში მდებარეობს თვალის ფორმის ღილაკი Turn Treck off to Disable contents (თარნ ოფ თუ დისეიბლ კონტენტ) ტრეკის დროებით გათიშვა ჩართვა. დავაჭიროთ მეორე ტრეკის შესაბამის ღილაკს მაუსი და დავინახავთ, რომ შესაბამისი სიუჟეტი ჩაქრება და გამოჩნდება მის ქვეშ არსებული გრაფიკული ობიექტი. ეს სურათი, როგორც ხედავთ ზომით პატარაა და ამიტომ ჩავავლოთ მისი კიდეების შუაში არსებულ რგოლებს მაუსი და მოვქაჩოთ ეკრანის შევსებამდე. მართალია, ამ შემთხვევაში სურათის პროპორციები მახინჯდება, მაგრამ პატარა ცვლილება მაინც შეუმჩნეველი დარჩება. გადმოვიტანოთ სურათის შესაბამისი მართკუთხედი მეორე ტრეკზე არსებული კლიპის ბოლოში და მეორე ტრეკის Turn Treck off to Disable contents (თარნ ოფ თუ დისეიბლ კონტენტ) ღილაკზე დავაჭიროთ მაუსით, რითაც აღვადგენთ Wildlife.wmv (ვაილდლაიფ ვმვ) კლიპის ჩვენებას. დროითი მარკერი გადავიტანოთ და ვნახოთ როგორი გაგრძელება მოჰყვება Tulips.jpg (თულეპს ჯპგ) კლიპის სიუჟეტის დამთავრებას. ფონი შეიცვალა, რადგან დამთავრდა Tulips.jpg (თულეპს ჯპგ) კლიპის სიუჟეტის ჩვენება და გაგრძელდა გრაფიკული სურათით. თქვენ უკვე შეგიძლიათ ამ კლიპებს მიანიჭოთ წინა ვიდეოკურსებზე ნასწავლი ეფექტები, წაწიოთ კლიპების სიუჟეტები და დააწყებინოთ ჩვენება თანმიმდევრობით, მიანიჭოთ გამჭვირვალობა და თქვენი ფანტაზია გამოიყენოთ კლიპის საბოლოო კლიპად ფორმირებისთვის. ამით დავამთავროთ ეს ვიდეოკურსი, რომელიც საკმაოდ დატვირთული და მნიშვნელოვანი იყო. ხოლო თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ექსპერიმენტები აღნიშნულ თემაზე, რითაც სრულყოფთ ცოდნას. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.

ახალი დამატებული