პროგრამა Camtasia Studio 8

1. შესავალი და გარემო
გამარჯობა, ვიდეოკურსში განხილული იქნება კლიპის აუდიო ნაწილის რედაქტირემა (დამუშავება). წინა ვიდეოკურსებში კლიპები წარმოდგენი გვქონდა აუდიო ნაწილის გარეშე, რათა ხელი არ შეეშალა ლაპარაკისთვის და ხმა მკაფიო ყოფილიყო. ამ ვიდეოკურსის დროს გარკვეულ მონაკვეთებში ხმას დაედება კლიპის ხმაც, რაც უჩვეულოდ არ მოგეჩვენოთ. პირველ ტრეკზე ჩამოტანილი გვაქვს 1.mp4 ფაილი და ვხედავთ, რომ შესაბამისი მართკუთხედი გამოიყურება უჩვეულოდ. იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ვიდეოკურსებში ვიყენებდით უხმო კლიპებს მათი შესაბამისი მართკუთხედები იყო ხმის გრაფიკული დანართის გარეშე, ხოლო ამჯერად აუდიო ნაწილთანაა წარმოდგენილი. კლიპის აუდიო ნაწილის დასამუშავებლად გადავიდეთ Audio (აუდიო) ჩანართზე. ღილაკებით Volume Down (ვოლუმე დაუნ) და Volume Up (ვოლუმე აპ)-ით შესაძლებელია კლიპში ხმის აწევა ან ჩაწევა. ანალოგიური შესაძლებელია კლიპის მართკუთხედში აუდიოზოლთან მაუსის მიტანით, ღილაკზე დაჭერით და ქვევით ან ზევით ამ ზოლის გადათრევა, რაც შესაბამისად ხმის აწევას ან ჩაწევას იწვევს. აუდიოზოლთან მაუსის მიტანით და ღილაკზე დაჭერით ასევე გამოდის მოკარნახე, რომელიც გვიჩვენებს ხმის პროცენტულ მნიშვნელობას ორიგინალთან მიმართებაში. საკმაოდ ხშირად გვჭირდება, რომ კლიპის დაწყებისას მას ხმა ნელ-ნელა ეწეოდეს და გარკვეული დროის შემდეგ ხდებოდეს სტაბილური. ამ ეფექტის შესაქმნელად დავაჭიროთ მაუსი Fide in (ფაიდ ინ) ღილაკს, რის შემდეგაც დავინახავთ აუდიო ზოლის საწყისი ნაწილის ჩატეხვას. დავაყენოთ დროითი მარკერი საწყის მდგომარეობაში და მოვუსმინოთ. ეფექტი აშკარაა. Camtasia Studio (ქამთასია სტუდიო) საშუალებას გვაძლევს Fade in (ფაიდ ინ) ეფექტი ვარეგულიროთ, კონკრეტულად ხმა დაიწყოს არა ნოლიდან არამედ სხვა რომელიმე დონიდან. ამისათვის აუდიო ზოლის დასაწყისში არსებული ბურთულა მაუსის დახმარებით ავწიოთ ან დავწიოთ, რითაც ვარეგულირებთ ხმის დაწყების დონეს. ხოლო მეორე ბურთულა შეგვიძლია გავწიოთ მარჯვნივ ან მარცხნივ, რითაც ვარეგულირებთ სტაბილურ დონეზე გასვლის დროს. ჩავავლოთ ამ ბურთულას მაუსი და გადავაადგილოთ მარჯვნივ გარკვეულ მანძილზე, დავაყენოთ დროითი მარკერი კლიპის დასაწყისში და გავუშვათ კლიპი ჩვენებაზე. გვესმის, რომ ხმის აწევის და სტაბილურ დონეზე გასვლის დრო აშკარად გაზრდილია. ანალოგიური ეფექტი შესაძლებელია დაგვჭირდეს კლიპის დასრულებისას, ოღონდ ამ შემთხვევაში ხმა სტაბილური დონიდან იწყებს კლებას გარკვეულ დონემდე ანუ ხმა მიილევა. გადავიტანოთ დროითი მარკერი კლიპის ბოლოსკენ და გავუშვათ კლიპი ჩვენებაზე. თქვენ გესმით, რომ კლიპის დამთავრებამდე ხმა არ იცვლება და ის ერთ დონეზეა. ხმის მილევის ეფექტის მისაღებად მაუსი დავაჭიროთ Audio (აუდიო) ჩანართის Fide out (ფაიდ აუტ) ღილაკს და კლიპის დასაწყიშში განხილული ეფექტის ანალოგიურს დავინახავთ ოღონდ კლიპის ბოლოში. აქაც ისევე, როგორც დასაწყისში გვაქვს ორი ბურთულა. ბოლო ბურთულის საშუალებით ვადგენთ ხმის მილევის ბოლო დონეს, ხოლო მის წინა ბურთულით მილევის დროს. გადავიტანოთ დროითი მარკერი კლიპის ბოლოს ხმის მილევის დაწყებამდე და გავუშვათ კლიპი ჩვენებაზე. გვესმის ამ ეფექტით გამოწვეული ხმის მილევა და სხვაობა ეფექტამდე და ეფექტის შემდეგ მოსმენილს შორის. მსგავსი ბურთულები შეგვიძლია დავსვათ აუდიო ზოლის ნებისმიერ ადგილას და ამ ბურთულებით ვათამაშოთ ხმის სიმაღლე კლიპის შუაგულშიც. გადავიტანოთ დროითი მარკერი კლიპის იმ ადგილას, საიდანაც ხმის აწევა ან დაწევა გვინდა და დავაჭიროთ Audio (აუდიო) ჩანართის Add audio PoinTs (ედდ აუდიო პოინთს). აუდიო ზოლის ამ ადგილას გაჩნდება ბურთულა. დავსვათ რამდენიმე (მე დავსვამ ექვსს) ბურთულა. ბურთულები შეგვიძლია გადავაადგილოთ, როგორც ზევით-ქვევით (ამით ხმას ვზრდით-ვამცირებთ) ასევე მარჯვნივ-მარცხნივ (რითაც ხმის აწევა-დაწევის დროს ვცვლით). ექსპერიმენტისთვის ზოგი ბურთულა ავწიოთ, ზოგი დავწიოთ ჩვენს ნებაზე და ამის შემდეგ გავუშვათ კლიპი შესრულებაზე. გვესმის ხმის აწევა და დაწევა, რომელიც მიმდინარეობს აუდიო ზოლის დახრასთან ერთად. ბურთულების, ხმის დასაწყისის და დამთავრების ეფექტების წაშლა შესაძლებელია Audio (აუდიო) ჩანართის Remove audio Points (რიმოუვ აუდიო პოინთს) ღილაკით. დავაჭიროთ ამ ღილაკს მაუსით და დავინახავთ, თუ როგორ გაუქმდება ჩვენს მიერ შექმნილი ყველა ეფექტი. ამ ვიდეოგაკვეთილით ვისწავლეთ კლიპის აუდიო ნაწილის დამუშავება. შევხვდებით მომავალი ვიდეოკუსის განხილვისას, ნახვამდის.

ახალი დამატებული