პროგრამა Camtasia Studio 8
00:02:20
00:07:08
00:04:14
00:06:36
00:04:07
00:03:03
00:02:31
00:04:20
00:05:59
00:05:11
00:06:26
00:04:42
00:02:20
00:07:08
00:04:14
00:06:36
00:04:07
00:03:03
00:02:31
00:04:20
00:05:59
00:05:11
00:06:26
00:04:42
1. შესავალი და გარემო
გამარჯობა,
მიმდინარე ვიდეოკურსი ლოგიკური გაგრძელებაა წინა ვიდეოკურსისა, სადაც განხილული იყო კლიპის აუდიო ნაწილის დამუშავება (რედაქტირება)
Camtasia Studio (ქამთასია სტუდიოში) შესაძლებელია აუდიოფაილის იმპორტი, მისი რედაქტირება (დამუშავება) და ვიდეოკლიპთან ადაპტირება, რასაც ამ ვიდეოკურსში განვიხილავთ
ფაილების იმპორტირებისათვის მაუსის ღილაკი დავაწკაპუნოთ Camtasia Studio (ქამთასია სტუდიოს) მარჯვენა ზედა კუთხეში არსებულ Import Media (იმპორტ მედია) ბრძანებაზე.
Windows Explorer (ვინდოვს ექსპლორერ) ფანჯარაში გადავიდეთ წინასწარ შექმნილ საქაღალდეში, მოვნიშნოთ მუშა ფაილები და ღილაკით OK (ოკეი) მოვახდინოთ მათი იმპორტი Camtasia Studio (ქამთასია სტუდიოს) მუშა ფაილების საცავში Clip Bin (კლიპ ბინში).
ვიდეოგაკვეთილისთვის წინასწარ შექმნილი გვაქვა საქაღალდე tavi VI.2 და მუშა ფაილები ესენია: ვიდეოფაილი 2.mp4 (ორი მპ 4) და აუდიოფაილი Kalimba.mp3 (ქალიმბა მპ 3), რომელთა იმპორტირებასაც თვალს ვადევნებთ.
ვიდეოგაკვეთილის ჩაწერამდე სჯობს შევქმნათ ახალი ფოლდერი და ყველა ის ფაილები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ (ეს იქნება დამატებითი აუდიო, ვიდეო, საბოლოო შედეგი, მონიტორიდან ჩაწერილი სიუჟეტი თუ პროექტი) ამ ფოლდერში შევინახოთ.
დავუბრუნდეთ ჩვენს განსახილველ თემას და მუშა ფაილების საცავიდან Clip Bin (კლიპ ბინიდან) პირველ ტრეკზე ჩამოვიტანოთ ვიდეოფაილი 2.mp4 (მპ 4)
ხედავთ, რომ ამ ფაილს მოჰყვება თავისი აუდიო ნაწილიც, რომლის დამუშავებაც წინა ვიდეოგაკვეთილიში განვიხილეთ.
ჩამოგვაქვს ასევე აუდიო ფაილი Kalimba.mp3 (ქალიმბა მპ 3) მეორე ტრეკზე და ვნახულობთ შედეგს Preview (პრევიევ) ფანჯარაში Play (პლეი) ღილაკზე მაუსის დაჭერით. გვესმის ორივე ხმის თანხვედრა, სადაც აუდიოფაილის Kalimba.mp3 (ქალიმბა მპ 3) ხმა ჭარბობს.
აუდიოფაილს ხმა, რომ ჩაეწიოს მოვნიშნოთ ის და გადავიდეთ Audio (აუდიო) ჩანართზე, სადაც ღილაკებით Volume Down (ვოლუმე დაუნ) და Volume Up (ვოლუმე აფ) შეგვიძლია შესაბამისად ჩავუწიოთ ან ავუწიოთ ხმა.
მეორე გზა, ჩაავლეთ მაუსი აუდიოფაილის მართკუთხედში ხმის ზოლს და ჩამოწიეთ დაბლა ხმის დასაწევად ან მაღლა ასაწევად.
თუ, ეს მეთოდი უფრო მარტივი გეჩვენებათ, მაშინ გამოიყენეთ იგი.
ჩავუწიოთ ხმა 50% ფარგლებში, რომლის ნახვაც შესაძლებელია პატარა თეთრ გამომავალ მინიშნებაში,
გავუშვათ ჩვენებაზე და ვნახოთ შედეგი.
თუ დავაწვებით მაუსით ტრეკის გვერდზე მდებარე თვალის ფორმის ნიშნაკს Turn Track off Disable Content (თარნ თრექ ოფ დისეიბლ ქონტენტს) იგი დროებით გათიშავს შესაბამის ტრეკს.
გავთიშოთ ჯერ ერთი ტრეკი, მერე მეორე და შევადაროთ ხმების ზედდება.
გათიშული ტრეკის ჩართვა შესაძლებელია იგივე ღილაკზე ხელმეორედ მაუსის დაჭერით.
ხმა და მოქმედება ვიდეოკურსში ზოგჯერ არასინქრონულია, რაც შეგნებულადაა გაკეთებული, რათა არ მოხდეს ხმების გადაფარვა.
ექსპერიმენტების შემდეგ დავუბრუნდეთ აუდიოფაილის დამუშავებას, ხედავთ, რომ აუდიოფაილის ხანგრძლივობა გაცილებით დიდია ვიდრე კლიპის.
ისევე, როგორც ვიდეოკლიპის შემთხვევაში, შეგვიძლია კლიპის ჩვენება დავიწყოთ უფრო გვიან (მოვაჭრათ დასაწყისი) მისი მართკუთხედის მარცხენა კიდის მარჯვნივ გადაწევით ან დავამთავროთ უფრო ადრე (მოვაჭრათ ბოლო ნაწილი) მართკუთხედის მარჯვენა კიდის მარცხნივ გადაწევით.
ანალოგიურად, აუდიოფაილის შემთხვევაშიც შეგვიძლია მოვაჭრათ მას როგორც დასაწყისი (მარცხენა კიდის მარჯვნივ გადაწევით) ასევე ბოლო (მარჯვენა კიდის მარცხნივ გადაწევით).
შეგვიძლია ასევე, წავძრათ აუდიოფაილი და ხმების ზედდება მოხდეს ვიდეოფაილის გარკვეულ ადგილებზე.
ჩავატაროთ ექსპერიმენტი
საკმაოდ მნიშვნელოვანია აუდიოფაილიის დასაწყისში ხმის აღმავალი და ბოლოში ხმის მილევადი ეფექტის შექმნა.
ზუსტად ისევე, როგორც წინა VI. 1 ვიდეოკურსში, როცა ვიხილავდით კლიპის აუდიო ნაწილის რედაქტირებას, აქაც აუდიოფაილის შემთხვევაში Audio (აუდიო) ჩანართის Fide in (ფაიდ ინ) ღილაკზე მაუსის დაჭერით შესაძლებელია აუდიოფაილის დასაწყისში ხმის აღმავალი ეფექტის, ხოლო Fide out (ფაიდ აუთ) ღილაკებზე მაუსის დაჭერით აუდიოფაილიის ბოლოში ხმის მილევადი ეფექტის შექმნა.
ასევე, ამ ეფექტებით აუდიოფაილის მართკუთხედის თავში და ბოლოში წარმოქმნილი ბურთულებით შეგვიძლია ვარეგულიროთ, როგორც ხმის აღმასვლის ხანგრძლივობა (მართკუთხედის თავში არსებული ბურთულა) ისე ხმის მილევის ხანგრძლივობა (მართკუთხედის ბოლოში არსებული ბურთულა).
ამით ეს ვიდეოკურსი დავამთავროთ.
ნახვამდის.