პროგრამა Camtasia Studio 8

1. შესავალი და გარემო
გამარჯობა, ვაგრძელებთ წინა ვიდეოკურსში წამოჭრილ თემას და განვიხილოთ იმპორტირებულ აუდიოფაილში ხმის გარკვეული ეპიზოდის ამოჭრა, კოპირება და ფაილის გაყოფა. აუდიოფაილის დასაყოფად პირველ რიგში მოვნიშნოთ ის და დროითი მარკერი დავაყენოთ ზუსტად იმ ადგილას, სადაც გვინდა გავყოთ აუდიოაფაილი, ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი მეთოდებით (წინასწარი დათვალიერების ფანჯარის Step Backward (სტეპ ბექვარდ), Step Forward (სტეპ ფორვარდ) ღილაკებით). მას შემდეგ, რაც მოვნიშნავთ და ზუსტად განვსაზღვრავთ დროითი მარკერით აუდიოფაილის დაყოფის ადგილს, მაუსით დავაწკაპუნოთ Split (სფლით) ღილაკზე ან კლავიატურის S (ეს) ღილაკზე. უდიოფაილის შესაბამისი მართკუთხედი გაიყოფა ორ ნაწილად და თითოეული უკვე შეგვიძლია დავამუშაოთ ცალ-ცალკე (გადავიტანოთ, დავუწიოთ ან ავუწიოთ ხმას, წავშალოთ და განვავრცოთ ყველა ის ეფექტი, რაც განხილული იყო წინა VI. 2 ვიდეოკურსში. განვიხილოთ აუდიოფაილში გარკვეული უბნის მონიშვნა და ამ მონიშნული უბნის ამოჭრა და კოპირება. ისევე, როგორც დაყოფის წინ დროითი მარკერი დავაყენოთ ზუსტად მოსანიშნი უბნის დასაწყისში ან ბოლოში და დროითი მარკერის თავთან არსებული წითელი და მწვანე მართკუთხედების გადათრევით მოვნიშნოთ მარკერიდან მარცხენა ან მარჯვენა მხარე. წითელი მართკუთხედის გადათრევით მოინიშნება მარკერიდან მარჯვენა მხარე, ხოლო მწვანე მართკუთხედით მარკერიდან მარცხენა მხარე. იმის დასაზუსტებლად, რომ სწორად გვაქვს მონიშნული, წინასწარი დათვალიერების ფანჯარაში დავაჭიროთ Flay (ფლეი) ღილაკს მაუსით და მოვუსმინოთ, შევხედოთ მონიშნულ არეს (დავრწმუნდეთ მონიშნულ არეში ხვდება კლიპის სიუჟეტი თუ არა). თუ გარკვეული ცდომილებაა მონიშვნაში შეგვიძლია გადავათამაშოთ წითელი და მწვანე მართკუთხედების პოზიცია მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ. ამის შემდეგ მაუსით ვაწკაპუნებთ ინსტრუმენტების პანელზე განთავსებულ Cat (ქათ) ან Copy (კოპი) ღილაკებზე, იმისდა მიხედვით მონიშნული არის ამოჭრა გვინდა თუ კოპირება. Cat (ქათ) ბრძანებით ხდება მონიშნული არის ამოჭრა და თუ ამოჭრილის გადატანაც დაგვჭირდა სხვა ადგილას, ინსტრუმენტების პანელზე განთავსებულ Paste (პეისთ) ღილაკზე მაუსით დავაწკაპუნოთ. ამოჭრილი არე გამოჩნდება ახალ ტრეკზე, იქ სადაც განთავსებულია დროითი მარკერი. ჩავავლოთ მაუსი და გადავიტანოთ სასურველ ადგილას. ანალოგიურად ვიქცევით, თუ მონიშნული არის კოპირება გვინდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ Cat (ქათ) ღილაკის ნაცვლად მაუსს ვაწკაპუნებთ Copy (კოპი) ღილაკებზე და ისევ Paste (პეისთ) ღილაკზე. ანალოგიურად, ამოჭრილი არე გამოჩნდება ახალ ტრეკზე, იქ სადაც განთავსებულია დროითი მარკერი, ჩავავლოთ მაუსი და გადავიტანოთ სასურველ ადგილას. შენიშვნის სახით ავღნიშნოთ, რომ თუ მოვნიშნავთ აუდიოფაილის არეს, რომელიც მდებარეობს კლიპის გასწვრივ, მაშინ აუდიო ნაწილთან ერთად ამოიჭრება ან კოპირდება მონიშნული კლიპის ნაწილიც. მოვნიშნოთ აუდიოფაილის ის არე, რომელიც გადაფარულია ვიდეოკლიპის შესაბამისი მართკუთხედით და ამოვჭრათ Cat (ქათ) ბრძანებით. დავინახავთ, რომ ამოიჭრება შესაბამისი სიუჟეტი ვიდეოკლიპიდანაც, ხოლო თუ შევასრულებთ Paste (პეისთ) ბრძანებას, მასზე მაუსის დაჭერით, დავინახავთ ახალ ტრეკზე ორივე ნაწილს (როგორც აუდიოს ისე ვიდეოს). ამის თავიდან ასაცილებლად უნდა გავთიშოთ აუდიოტრეკის გარდა ყველა ტრეკი, ტრეკის სახელის გასწვრივ არსებულ თვალის ფორმის ღილაკზე Turn Track off to disable Contents (თარნ ტრეკ ოფფ თუ დისეიბლ კონთენთს) და მხოლოდ ამის შემდეგ მოვახდინოთ აუდიოფაილიდან მონიშნული არის ამოჭრა ან კოპირება. მას შემდეგ, რაც შევასრულებთ მონიშნული არის ამოჭრას ან კოპირებას შეგვიძლია ისევ იმავე ღილაკზე მაუსის დაჭერით ჩავრთოთ დროებით გათიშული ტრეკები. ამით ეს თემა ამოიწურა, ნახვამდის.

ახალი დამატებული