პროგრამა Camtasia Studio 8

1. შესავალი და გარემო
გამარჯობა, ამ ვიდეოკურსში განვიხილავთ საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა კლიპის გაყოფა ვიდეო და აუდიო ნაწილებად. ეს თემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენს მიერ განხილული თემებიდან. დავიწყოთ იმით, რომ საკმაოდ რთულია ვიდეოგაკვეთილის მომზადება, როდესაც პირდაპირ ეკრანიდან ხდება ჩაწერა მითუმეტეს, როდესაც ამას ვცდილობთ გამოცდილების არქონის შემთხვევაში. ყველაზე ხშირი და პრობლემური ამ შემთხვევაში (ვგულისხმობთ ეკრანიდან პირდაპირ ჩაწერას) არის მოქმედებისა და ხმის სინქრონიზაცია ანუ მათი დამთხვევა. საერთოდ რეკომენდირებულია, ჯერ ჩავწეროთ ტექსტი, დაწვრილებით, თუ რაზე ვილაპარაკებთ ვიდეოგაკვეთილში და შემდეგ, როდესაც დავიწყებთ ეკრანიდან მოქმედებების ჩაწერას, წავიკითხოთ იგი. ამ პრობლემის გადაწყვეტა ვაჩვენოთ ჩვენს მიერ ჩაწერილი 6.1 თავის დაუმუშავებელ მაგალითზე, ამისათვის ფაილი tavi 6.1.mp4 (თავი 6.1 მპ 4), რომელშიც ჩაწერილია კლიპის აუდიო ნაწილის რედაქტირება ჩამოვიტანეთ პირველ ტრეკზე. გავუშვათ ჩვენებაზე და პირველივე წამებიდან ჩანს ლაფსუსი, კონკრეტულად სანამ ეკრანიდან ჩაწერას დავიწყებდით დაგვავიწყდა ზედმეტი პროგრამების დახურვა და დავიწყეთ ლაპარაკი კურსის შესახებ, მაგრამ ეს რომ შევამჩნიეთ მხოლოდ მაშინ დავხურეთ. თავისთავად ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან რედაქტირების დროს ვიდეო ფაილს შეგვიძლია ჩამოვაჭრათ წინა ნაწილი, მერე ის გავაგრძელოთ და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. ვხედავთ, რომ კლიპში მოქმედებებებთან ერთად ხმაც მიოჭრა, ზუსტად ეს წარმოადგენს პრობლემას. დავაბრუნოთ უკან მოჭრილი ნაწილი და ვცადოთ პრობლემის გადაჭრა სხვა გზით. მოვნიშნოთ კლიპის მართკუთხედი, შევიტანოთ მაუსის ისარი ამ მართკუთხედში და დავაჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე, რის შემდეგაც ეკრანზე გამოვა კონტექსური მენიუ, რომლიდანაც უნდა ავირჩიოთ Separate video and audio (სეპარეით ვიდეო ენდ აუდიო). ბრძანების შესრულების შემდეგ ვხედავთ მეორე ტრეკზე გაჩნდა აუდიოფაილის შესატყვისი მართკუთხედი ანუ Separate video and audio (სეპარეით ვიდეო ენდ აუდიო) ბრძანებამ ერთმანეთისგან განაცალკევა კლიპის ვიდეო და აუდიო ნაწილები ერთმანეთისგან. სწორედ ან ბრძანების შემდეგ თავისუფლად შეგვიძლია ცალ-ცალკე დავამუშავოთ კლიპის ვიდეო და აუდიო ნაწილები, რაც წინა ვიდეოგაკვეთილებშია განხილული. ამით ჩვენს პრობლემასაც ეშველება: კლიპის ვიდეო ნაწილს დასაწყისი მოვაჭრათ, ხოლო აუდიო ნაწილი ხელუხლებელი დარჩება. ვნახოთ შედეგი. პრობლემა გადაწყვეტილია, შედეგი მიღებულია. ანალოგიურად შეგვიძლია ვაკეთოთ კლიპის ვიდეო ან აუდიო ნაწილებზე შუაგულში წინა ვიდეოკურსებით განხილული მასალის დახმარებით. ამით ეს ვიდეოგაკვეთილი დავამთავროთ და გადავიდეთ მომდევნოზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ვიდეოგაკვეთილების მომზადებისათვის. მომავალ შეხვედრამდე.

ახალი დამატებული