პროგრამა Camtasia Studio 8

1. შესავალი და გარემო
გამარჯობა, როგორც წინა ვიდეოკურსში შეგპირდით განვიხილოთ Camtasia Studio 8 (ქამთასია სტუდიო 8-ის) ერთობ საჭირო და აუცილებელი საშუალება-ვიდეოგაკვეთილებში კრიტიკული მომენტების, ხაზგასასმელი უბნების და სხვა თვალსაჩინოებების გამოსაყოფად და ვიზუალურად ყურადღების მისაქცევი ეფექტები. ყველა წინა და ამ ვიდეოკურსშიც განსაკუთრებული უბნის ან ბრძანების მისათითებლად ვიყენებთ სხვადასხვა ფიგურებს (ისრებს, რგოლებს, მართკუთხედებს და სხვ. და ვიდეოკურსი აღსაქმელად უფრო მარტივი, ხოლო ვიზუალურად უფრო მიმზიდველი ხდება. Camtasia Studio 8 (ქამთასია სტუდიო 8-ის) ამ ეფექტების შექმნა და შემდეგ მათი დამუშავება განვიხილოთ წინა, tavi VI.1.mp4 (თავი VI.1 მპ 4)-ის მაგალითზე, რომელიც წინასწარ გვაქვს შემოტანილი და ჩასმული პირველ ტრეკზე. მოვძებნოთ ისეთი ადგილი კლიპში, სადაც ხდება ბრძანებაზე ან რომელიღაც უბანზე ყურადღების გამახვილება. მოვძებნოთ ასეთი ადგილი. ვსაუბრობთ Volume Down (ვოლუმე დაუნ) ხმის დაწევის ბრძანების შესახებ და გვსურს მსმენელს ყურადღება გავამახვილებინოთ ან მივუთითოთ ბრძანების ადგილმდებარეობაზე. გადავდივართ Callouts (ქოლოუტს) ჩანართზე, ჩამოვშლით Shape (შეიფ) ფანჯარას (დააკვირდით, რომ ამ წუთშიც ვიყენებ ამ საშუალებას და ისრით გითითებთ ფანჯარაზე და თქვენთვის ნათელი ხდება, თუ რომელ ფანჯარაზეა ლაპარაკი). ფანჯრის ჩამოშლის შემდეგ გამოჩნდება სხვადასხვა ფიგურები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ოთხ კატეგორიად. ამ ვიდეოკურსში განვიხილოთ საერთო პარამეტრები, რაც ყველა კატეგორიის ფიგურებისთვის საერთოა, ხოლო მომდევნოში ისინი, რომლებიც ამ ვიდეოკურსის ლოგიკური გაგრძელებაა-თითეული ფიგურა ცალ-ცალკე. გამოვიტანოთ ერთი რომელიმე ფიგურა და ეს პარამეტრები განვიხილოთ მის მაგალითზე ვაწკაპუნებ მაუსს მესამე კატეგორიაში მოთავსებულ ხელით დახატული წრის ფორმის ფიგურაზე და ვხედავთ: 1. კლიპში ჩაჯდება ანალოგიური ფიგურა; 2. მეორე ტრეკზე გაჩნდა ახალი მართკუთხედი, რითიც ვარეგულირებთ ფიგურის კლიპში ჩვენების დროსა და ადგილს, დავაწკაპუნოთ მაუსი კლიპში არსებულ ფიგურაზე და მონიშნოთ; 3. ნებისმიერ მონიშნულ ფიგურას გაუჩნდება მკრთალი მართკუთხედი, კუთხისა და გვერდების შუაწერტილებში პატარა რგოლებით; 4. ამ რგოლების მაუსით გადაადგილებისას შეგვიძლია ფიგურის გარე ფორმები ვარეგულიროთ, რასაც ხედავთ კიდეც წინასწარი დათვალიერების ფანჯარაში; 5. ასევე, ცენტრში მდებარე რგოლით შეგვიძლია გადაავადგილოთ ეს ფიგურა, ხოლო მის გვერდით არსებული რგოლით დავატრიალოთ; 6. Callouts (ქოლოუტს) ჩანართში Border (ბორდერ) მენიუდან შეგვიძლია ავირჩიოთ ფიგურის კონტურის ფერი; 7. Fill (ფილ) მენიუდან კი მონიშნული ფიგურის ფონის ფერი, თუ ფიგურას ფონი გააჩნია; 8. Effects (ეფექტს) მენიუში გაერთიანებულია სხვადასხვა ეფექტები, როგორიცაა Shadow (შედოვ) ჩრდილი, Style (სტაილ) სტილი, Flip (ფლიპ) ამობრუნება, Start Cap (სტარტ ქეფ) დასაწყისი, End Cap (ენდ ქეფ) დამთავრება; 9. ფიგურის გამოჩენის ხანგრძლივობა შეგვიძლია ვარეგულიროთ შესაბამისი მართკუთხედის მარცხენა და მარჯვენა კიდის გადაადგილებით; 10. ინფორმაცია ფიგურის შესახებ შეგვიძლია გავიგოთ გამომავალ მინიშნებაში, რომელიც გამოდის მაუსის ისრის შეტანით შესაბამის მართკუთხედში, სადაც Name (ნეიმ)ფიგურის სახელია, Start Time (სტარტ თაიმ) ფიგურის გამოტანის დაწყების დრო, Duration (დურეიშენ) ფიგურის ჩვენების ხანგრძლივობა და Media Type (მედია თაიფ) კატეგორიის სახელი, რომელსაც მიეკუთვნება ფიგურა. ფიგურის გამოტანის დროის შესაცვლელად ჩავავლოთ მაუსი შესაბამის მართკუთხედს და გადავაადგილოთ მარცხნივ ან მარჯვნივ. p.s. ცნობისთვის: თავიდან ფიგურა ჩაჯდება იქ სადაც დროითი მარკერი დგას. თუ დააკვირდებით ჩასმული ფიგურის მართკუთხედს, დაინახავთ, რომ ფიგურის თავში და ბოლოში დასდევს ღიად შეფერადებული მართკუთხედები. ამ მართკუთხედების სიდიდეზე დამოკიდებული ფიგურის ეკრანზე გამოტანის და გასვლის დრო, რომლის რეგულირება შესაძლებელია Collouts (ქოლაუთს) ჩანართის Draw Time (დრავ ტაიმ) და Fade Out (ფადე აუთ) ბრძანებებით. Draw Time (დრავ ტაიმით) ხდება ფიგურის გამოტანის/ხატვის დროის შემცირება-გაზრდა, ხოლო Fade Out (ფადე აუთ) ბრძანებებით ფიგურის ეკრანიდან გასვლის-წაშლის დროის რეგულირება. ჩავატაროთ ექსპერიმენტი, ცოტათი გავზარდოთ-შევამციროთ ეს დრო და დავაკვირდეთ შედეგს წინასწარი დათვალიერების ფანჯარაში და ამით დავამთავროთ. მომდევნო ვიდეოკურსი ამ კურსის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, ამიტომ აუცილებლად უნდა ვნახოთ. ნახვამდის.

ახალი დამატებული