პროგრამა Camtasia Studio 8

1. შესავალი და გარემო
გამარჯობა, მიმდინარე ვიდეოკურსი წარმოადგენს წინა VII.1 ვიდეოკურსის გაგრძელებას, ამიტომ თუ წინა ვიდეოკურსი ნანახი არ გაქვთ, რჩევაა პირველ რიგში ნახოთ ის ვიდეოკურსი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეთ ამ ვიდეოკურსის შესწავლას, სადაც განხილული იქნება ფიგურებისა და მათი კატეგორიების მახასიათებლები ცალ-ცალკე. პირველი კატეგორიაში Shapes with text (შეიფს ვიჩ ტექსტ) გაერთიანებულია ფიგურები, რომლებშიც შესაძლებელია ტექსტის აკრეფა. ეს ფიგურები შეუცვლელია კომიქსების, პრეზენტაციებისა და ვიდეოგაკვეთილში ტექსტური შეტყობინებების შესაქმნელად. როგორც ხედავთ, ფიგურების არჩევანი ბევრია და მათზე ვრცელდება ყველა ის ზოგადი პარამეტრები, რომლებიც განვიხილეთ წინა ვიდეოკურსში, ესენია: 1. Border (ბორდერ) კონტურის ფერის შერჩევა, 2. Fill (ფილლ) ფონის ფერის შეცვლა, 3. effects (ეფექტს) ეფექტების მინიჭება, 4. Fade in (ფეიდ ინ) და Fade out (ფეიდ აუტ) ფიგურის გამოტანისა და მილევის დროის რეგულირება, ფიზიკური ზომების შერჩევა, ტრიალი, ეკრანზე გამოჩენის ხანგრძლივობა და ფიგურის გამოტანის დროის შერჩევა. ყველა ამ თვისების გარდა ამ ფიგურებს გააჩნიათ თავისი სპეციფიკური პარამეტრები იმის გამო, რომ ფიგურაში შესაძლებელია ტექსტის აკრეფა ამიტომ ამ ფიგურებიდან ნებისმიერის არჩევით Collouts (ქალაუტს) ჩანართში გაჩნდება გამოსატანი ტექსტის დასამუშავებელი ბრძანებები, რომლებიც ძალიან გავს ნებისმიერი ტექსტური რედაქტორის ბრძანებებს. აქ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ წინასწარ დაყენებული True type (თრუ ტაიფ) შრიფტები, როგორც ქართული ასევე უცხოური, რის საშუალებასაც გაძლევთ თქვენ კომპიუტერში დაინსტალირებული True type (თრუ ტაიფ) შრიფტები. ავირჩიოთ შრიფტის ზომა და ფერი, მივანიჭოთ შრიფტებს გამუქების, დახრის, ხაზგასმის და ჩრდილის თვისება. ასევე, შეგვიძლია ტექსტი გავასწოროთ ფიგურაში, როგორც ვერტიკალურად (მარცხნივ, ცენტრში, მარჯვნივ,) ასევე ჰორიზონტალურად (ზევით, შუაში, ქვევით) მომდევნო ბრძანებებით, ხოლო ტექსტი უშუალოდ იკრიფება მისთვის განკუთვნილ ფანჯარაში და ეს ტექსტი მთელი თავისი პარამეტრებით გამოჩნდება წინასწარი ჩვენების ფანჯარაში. შემდეგი კატეგორია- 1. Shapes (შეიფ) ფიგურები, რაოდენობით უფრო ღარიბია წინა კატეგორიასთან შედარებით და ძირითადად შესაძლებელია, მხოლოდ რამდენიმე სხვადასხვა ფორმის ისრის გამოტანა. ამ ფიგურებს არ გააჩნიათ თავიანთი სპეციფიკური ბრძანებები და მათზე შესაძლებელია მხოლოდ ზოგადი პარამეტრების მითითება, რომლებიც წინა კატეგორიის ფიგურების განხილვის დროს აღვწერეთ. 2. Border (ბორდერ) კონტურის ფერის შერჩევა, 3. Fill (ფილლ) ფონის ფერის შეცვლა თუ ამ ფიგურას ფონი გააჩნია, 4. effects (ეფექტს) ეფექტების მინიჭება, 5. Fade in (ფეიდ ინ) და Fade out (ფეიდ აუტ) ფიგურის გამოტანისა და მილევის დროის რეგულირება, ფიზიკური ზომების შერჩევა, ტრიალი, ეკრანზე გამოჩენის ხანგრძლივობა და ფიგურის გამოტანის დროის შერჩევა. მომდევნო კატეგორია- 1. Sketch motion (სქიჩ მოუშენის) ფიგურები წინა კატეგორიის ფიგურებისგან განსხვავებით ხელით ნახატს გავს და კლიპში გამოტანისას ხატვის ეფექტს ქმნის. წინა კატეგორიის ფიგურებივით ამ კატეგორიის ფიგურებს არ გააჩნიათ თავიანთი სპეციფიკური ბრძანებები და მათზე შესაძლებელია მხოლოდ ზოგადი პარამეტრების მითითება, რომლებიც წინა კატეგორიების ფიგურების განხილვის დროს აღვწერეთ. რაც შეეხება ბოლო კატეგორიას- 1. Special (სფეშელ) გაერთიანებულია სპეციალური საშუალებები ესენია: 2. Blur (ბლერ) ბუნდოვანება, რომელიც შემოხაზულ მართკუთხედში მოქცეულ არეს გააბუნდოვნებს. ამ საშუალებისთვის არ გამოიყენება სტანდარტული ბრძანებებიდან კონტურისა და ფონის ფერის არჩევა, სამაგიეროდ მას აქვს თავისი სპეციალური ბრძანება Intensity (ინენსიტი) ინტენსივობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბუნდოვანების ინტენსივობის გაზრდა ან შემცირება; 3. Pixselate (ფიქსელეით) პიქსელიზაციაა, რაც გულისხმობს მართკუთხედით შემოსაზღვრულ არეში გამოსახულების პიქსელების გაზრდას, რითიც გამოსახულება გაურკვეველი ხდება. წინა ეფექტივით ეს ეფექტიც არ იყენებს სტანდარტული ბრძანებებიდან კონტურისა და ფონის ფერის არჩევას და დამატებითი ბრძანებით Intensity (ინენსიტი) ინტენსივობა ვარეგულირებთ პიქსელების სიდიდეს. ორივე ეფექტი Blur (ბლერი) და Pixselate (ფიქსელეითი) გამოიყენება კლიპში გარკვეული უბნების დასამალად. ამ ეფექტებს თქვენ ხშირად ნახავთ საინფორმაციო გამოშვებებში, სადაც ადამიანის სახის დამალვა სურთ. საკმაოდ საინტერესოა ეფექტი- 1. Spotight (სფოთეით), რომელიც შესაბამისი მართკუთხედის გარე არეს ჩააბნელებს, ხოლო შიდა არე იგივე ინტენსივობის იქნება. ამ საშუალებით საკმაოდ ეფექტურად შეგვიძლია გამოვყოთ და მივუთითოთ ის არე, თუ რაზეა ყურადღება გამახვილებული; 2. ბრძანებით Intensity (ინენსიტი) ინტენსივობა, ვარეგულირებთ შესაბამისი მართკუთხედის გარეთა არის ინტენსივობას-ვაკლებთ-ვუმატებთ. ქვედა ბოლო ოთხი ეფექტი იდენტურია და ერთმანეთისგან განსხვავდებიან მხოლოდ ღილაკის ფორმით ეს ეფექტები კლიპში ხატავენ კლავიატურის ღილაკებს და ველში Enter keystroke or combination (ენთერ კიისტროქ ორ ქომბინეიშენ) ვაწკაპებთ გამოსატან ასობგერას ან კლავიშების კომბინაციას. მაგალითად, CTRL + A ( ქონტროლ ა)-ს მისათითებლად ვაწვებით კლავიატურაზე „CTRL“ (ქონტროლ) ღილაკს და „A“ ღილაკს. ეს ეფექტები საკმაოდ ეფექტურია ვიდეოკურსის შექმნისთვის, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მსმენელს ვუხსნით კლავიატურაზე მოქმედებებს. ნახვამდის.

ახალი დამატებული