პროგრამა Camtasia Studio 8
00:02:20
00:07:08
00:04:14
00:06:36
00:04:07
00:03:03
00:02:31
00:04:20
00:05:59
00:05:11
00:06:26
00:04:42
00:02:20
00:07:08
00:04:14
00:06:36
00:04:07
00:03:03
00:02:31
00:04:20
00:05:59
00:05:11
00:06:26
00:04:42
1. შესავალი და გარემო
გამარჯობა,
ამ ვიდეოკუსში განვიხილავთ საკმაოდ საჭირო და საინტერესო ეფექტებს, რომელიც დაკავშირებულია მაუსის კურსორის სხვადასხვა ეფექტებთან
ეს ეფექტები მოქმედებენ მხოლოდ ეკრანიდან ჩაწერილ კლიპებზე, რომლებიც შენახულია Camtasia Studio (ქამთასია სტუდიოს) ფორმატში.
წინასწარ ჩავწერეთ ეკრანიდან მარტივი მოქმედებები, რომლებიც შედგებიან ეკრანზე არსებულ პიქტოგრამებზე მაუსის მარცხენა და მარჯვენა ღილაკებზე დაწკაპუნებებისგან.
სწავლის პროცესისთვის თქვენც შეგიძლიათ ანალოგიურად მოიქცეთ: ჩაწეროთ ეკრანიდან მარტივი მოქმედებები მაუსის მარცხენა და მარჯვენა ღილაკებზე დაწკაპუნებებით, თქვენს სამუშაო მაგიდაზე არსებულ პიქტოგრამებზე.
ჩაიწეროთ Camtasia Studio (ქამთასია სტუდიოს) ფორმატში და ჩვენთან ერთად ჩაატაროთ ექსპერიმენტი.
მუშა ფაილების საცავიდან ჩამოგვაქვს ჩვენს მიერ წინასწარ ჩაწერილი ფაილი თაიმლაინის პირველ ტრეკზე და ვნახოთ პრაქტიკულად ეს ეფექტები.
გადავიდეთ Cursor Effects (კურსორ ეფექტს) ჩანართში
პირველივე ეფექტის Cursor Size (კურსორ საიზ)-ით შეგვიძლია გავზარდოთ ან შევამციროთ მაუსის კურსორის ზომები.
შემდეგი ეფექტი - Highlight Effect (ჰაილაით ეფექთ) საშუალებას იძლევა მაუსის კურსორის გარშემო შეიქმნას წრე და დაღმავალი მენიუდან ვირჩევთ:
None (ნან) ეფექტის მოხსნა
Highlight (ჰაილაით) მაუსის კურსორი მოთავსდება ყვითელ წრეში
Spotlight (სპატლაით) მაუსის კურსორი მოთავსდება განათებულ წრეში, ხოლო გარე არე იქნება ჩამუქებული
magnify (მეგნეფაი) მაუსის კურსორის გარშემო არსებული წრე იმოქმედებს როგორც ლუპა
როგორც ხედავთ ეს ოთხივე ეფექტი მოქმედებს მაუსის კურსორზე
ხოლო მაუსის ღილაკებისთვის შეგვიძლია ეფექტების მინიჭება ცალ-ცალკე როგორც მარჯვენასთვის ასევე მარცხენასთვის შესაბამისად Left-Clic effect (ლეფტ ქლიქ ეფექთ) და Right-clic effect (რაით ქლიქ ეფექთ)
ასევე შეგიძლიათ ცალ-ცალკე მიანიჭოთ ხმოვანი სიგნალის ეფექტი Click saund effect (ქლიკ საუნდ ეფექთ) მაუსის მარჯვენა და მარცხენა ღილაკებზე დაწკაპუნებას, შესაბამისად Left Clic (ლეფტ ქლიქ) და Right clic (რაით ქლიქ)
ბრძანების Maus Cursor Visible (მაუს ქურსორ ვიზეიბლ) გამორთვით შეგვიძლია დავმალოთ ან გამოვაჩინოთ მაუსის კურსორი
შენიშვნა მაუსის კურსორის დამალვით ყველა ეფექტი შენარჩუნდება, მხოლოდ მაუსის კურსორი არ გამოჩნდება
Restore Default Settings (რესთორ დეფაულთ სეთინგს) ბრძანებით აღდგება მაუსის კურსორის საწყისი პარამეტრები
ამით დავამთავროთ დღევანდელი ვიდეოკურსი.
ნახვამდის