პროგრამა Camtasia Studio 8

1. შესავალი და გარემო
გამარჯობა, ამ ვიდეოკურსში განხილული იქნება თქვენს მიერ შექმნილი ვიდეო გაკვეთილებისთვის სუბტიტრების შექმნა თქვენთვის ეს ვიდეოკურსი ალბათ უჩვეულოა, რადგან ჩემს ხმოვან განმარტებებს თან სდევს ტექსტი სწორედ, ასეთი სუბტიტრების შექმნას ვისწავლით ამ ვიდეოკურსში სუბტიტრები საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია ვიდეო გაკვეთილების გაკეთებისას, თქვენ შეგიძლიათ ეს ხერხი გამოიყენოთ ორენოვანი ვიდეო გაკვეთილების შესაქმნელად, ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ინკლუზიურ ბავშვებს მასალის ათვისებაში ვიდეოგაკვეთილში სუბტიტრების დამატებას და მის დამუშავებას შევისწავლით წინა VIII თავის ვიდეოკურსის მაგალითზე, ამიტომ პირველ ტრეკზე წინასწარ ჩამოტანილი გვაქვს შესაბამისი ფაილი და თქვენ თვალს აყოლებდით სუბტიტრების მიმდინარეობას VIII თავის ვიდეოკურსის ფონზე იმისათვის, რომ ვიდეოგაკვეთილში ჩავსვათ სუბტიტრები, როგორც ყოველთვის დროითი მარკერი გადავიტანოთ შესაბამის ადგილას, მოვნიშნოთ ტაიმლაინზე შესაბამისი ვიდეო ფაილის მართკუთხედი და გადავიდეთ Captions (ქაფშენს) ჩანართზე Global Setings (გლობალ სეთინგში) გაერთიანებულია შრიფტის პარამეტრები, რომელიც საერთოა ყველა სუბტიტრისთვის და შეგვიძლია ავირჩიოთ შრიფტი, ... მისი ზომა, ... ფერი, ... ფონი, რომელზეც გამოტანილი იქნება ტექსტი. ასევე შეგვიძლია მიუთითოთ სუბტიტრების გამოტანის ადგილი ეკრანის მარცხნივ, ... ცენტრში, ... ან მარჯვნივ. პარამეტრების მითითების შემდეგ დავაჭიროთ მაუსის ღილაკი Add Caption Media (ედდ ქეფშენ მედია) ბრძანებაზე და დავინახავთ, რომ მეორე ტრეკზე ჩაჯდება შესაბამისი მართკუთხედი ისევე, როგორც სხვა ობიექტების მართვა (დაწყების დრო და ხანგრძლივობა) ასევე სუბტიტრების მართვა, შეგვიძლია ამ მართკუთხედის გადაადგილებით (დაწყების დროის შესაცვლელად) და მისი კიდეების მარჯვნივ ან მარცხნივ გადაადგილება (ხანგრძლივობის შესაცვლელად) Add Caption Media (ედდ ქეფშენ მედია) ბრძანებაზე მაუსის დაჭერით მის ქვეშ არსებულ ტექსტურ ფანჯარაში ავკრიფოთ ტექსტი „ ვიდეოკურსი მზადდება TPDC.ge-ს პატრონაჟით “ , რომელიც გამოჩნდება კლიპში და შეგვიძლია დავაკვირდეთ წინასწარი დათვალიერების ფანჯარაში. ტექსტის აკრეფასთან ერთად ემატება ახალი ტექსტური ფანჯარა, მომდევნო სუბტიტრის ტექსტის ასაკრეფად, როგორც კი მაუსს დავაწკაპუნებთ ამ ზოლში მეორე ტრეკზე გაჩნდება ახალი მართკუთხედი შესაბამისი სუბტიტრისთვის. ამ მეორე ტრეკზე სუბტიტრების მართკუთხედები მიდგმულია ერთმანეთზე და მათი დაცილება შეუძლებელია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ სუბტიტრების გამოტანა მიმდინარეობს ერთმანეთის მიყოლებით. თუ, სუბტიტრებს შორის გვინდა იყოს, სუბტიტრებისგან თავისუფალი შუალედი ამისათვის გადავიტანოთ დროითი მარკერი ახალ ადგილას და გავიმეოროთ სუბტიტრების ჩასმის პროცედურა ხელახლა. ამით დავამთავროთ ეს ვიდეოკურსი და დავემშვიდობოთ ერთმანეთს. ნახვამდის.

ახალი დამატებული